ხორბალი გურიაში

ცნობილია, რომ გურიაში ახალ წელს აგუნას პურებს გამოაცხობდნენ. ასეთი პურით ზოგან ჭურებს მოილოცავდნენ, ზოგან კი ვენახში შეიტანდნენ და ვაზზე გადატეხავდნენ.
.
ბროკჰაუზენისა და ეფრონი ენციკლოპედიურ ლექსიკონში (1897 წელი) გურიასთან დაკავშირებული სტატია, შეიცავს ხორბლის მოსავალთან დაკავშირებულ ინფორმაციას – „განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პურის პირველ მოსავალს, რომლის ნათესების ფართობს აქ 12800 დესეტინა უკავია“ (1 დესეტინა = 1.09 ჰექტარი).
.
ზემოხსენებული ციფრი ჩემი აზრით აშკარად გადაჭრბებული უნდა იყოს და სავარაუდოდ ამ შემთხვევაში სიმინდინდის ნათესებზეა საუბარი, თუმცა გურიაში ხორბალს, რომ თესავდნენ ეს ფაქტია. ამის შესახებ ცნობები არის ჯულიეტა რუხაძის ეთნოგრაფიულ ჩანაწერებში. ასევე ჯალაბაძის მიხედვით გურიაში – „ზოგიერთ სოფელში დამოწმდა მასალა პურის ისეთი ჯიშის შესახებ, რომელსაც თავთავებს აწყვეტდნენ და ისე ფშვნეტდნენ. ხორბლის ამ სახეობის არც სახელია შემორჩენილი და არც მისი მოვლა-მოყვანის წესები ახსოვთ (ჯალაბაძე, 1990)“.
შეიძლება იყოს ბუნება-ის წინა პლანი
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share