მიშას რომ რამე მოუვიდს ქუჩაში გამოსვლა არ უნდათ? შვილები ჰყავთ, შვილიშვილები ჰყავთ, ეს ლაქა დარჩება საგვარეულოს, მიზანმიმართულად რომ კლავენ მიშას. – ამის შესახებ ბუბა კიკაბიძემ “ტვ პირველის” ეთერში გაანცხადა.
მისი თქმით, მესამე პრეზიდენტი, ძალიან მძიმედ არის.
“წუმპიდან ამოიყვანა ჩვენი რესპუბლიკა, მთელ მსოფლიოს ალაპარაკებდა ჩვენზე და ახლა საზიზღრობებს ამბობენ მასზე ეკრანიდან. მძიმედ არის და მე ვთვლი, რომ თუ სასწრაფოდ ევროპაში არ გაუშვეს, მაშინ შეიძლება რომ ძალიან ცუდი რამე მოხდეს.
მე ღმერთის მადლობელი ვარ, რომ მისი მეგობარი ვარ და შემიძლია, რომ მასზე ვილაპარაკო. ასეთი პოლიტიკოსები 100 წელიწადში ერთხელ იბადებიან, მით უმეტეს პატარა ქვეყნებში, ამიტომ ყველას მოვუწოდებ, რომ დავუდგეთ გვერდით ჩვენს მესამე პრეზიდენტს და იქნებ ჩვენმა მთავრობამ მიიღოს გადაწყვეტილება, რომ გაუშვან იგი ევროპაში სამკურნალოდ“, – განაცხადა კიკაბიძემ.