ლელო-ბულთი ცხენზე არ ვიცი. დოღზე ბახმაროზე კი მიყურებია. არის, ახლა, იქინე ჲერთი სოფელი, ბახვს ეძახიენ და არის წყალი. ბახვის პირას ბახვისწყალია, იმის პირას არის მინდორი. ხოდა იმას კრუგი უნდა შამუუაროს ახლა ცხენმა.
.
ჩამოსულია ახლა ბეური ძალიან კარგი ცხენები: სამეგრელოიდან, ჩახატაურიდან, მახარაძიდან, ყველა მხარედანაა ჩამოსული კაი ცხენები. მაგას მისი მსაჯი ხავს. დაამწკრივეფს ახლა ყველას ჲერთათ, არის დროშები, წითელი დროშები. ეგი მისემს ახლა სიგნალც, როის უნდა წევიდეს: ჲერთი, ვორი და სამი რუმ დეიძახეფს და წავა აი ცხენები. მიდის ახლა აი ცხენები, რომელი რუმელს გაასრეფს! უნდა შამუუაროს სამი კრუგი. ამ კრუგს ახლა, არტყამენ. დაახლოვებით სამი კილამეტრია ჲერთი კრუგი. ცხრაი კილამეტრი უნდა გეიაროს. ნახევარი ცხენი გზაზე წეიქცა, ნახევარი კაციც გზაზე გადმუარდა, დამარცხთა. ბოლოს, ვინც მიასროფს, იმისაა.
.
ერთი, რას უყურე ჲერთ ზობა, გეტყვი აგერ. თეთრი ცხენი ყავდა, გურული კაცი იყო, ალმასის კეკალივით ცხენი იყო. მარა ჭედელმა იი უქნა, რომე ლუსმანი გუუყარა დაჭედვის დროზე, უმე ცხენს არ გიემარჯვებია. განგებაჲ გუუკეთა. მოსწრაფიშვილი იყო, მოსრაფეშვილი და კაი ცხენი ხავდა და კაცი გადმუაგდო ძირს ცხენმა, ისე გუუჭირდა. მაჲ კაცი დეინტრა, მარა მერე მისი ძმაი იყო იქინე მისი, შეჟდა იმ ძმამა ზეთ და გაჭირვებით, მარა მაინც ეიღო, ეიღო იმ ცხენმა პირუელი ადგილი. კი გუუჭირდა, მარა, ძმამა რუმ შიაჟდა, აღარ მაქ საშველიო, იფიქრა და კი მეინდომა გადმოგდება, მარა ვერ გადმუაგდო აი და მაინც ეიღო პირველი ადგილი.
.
მთქმელი – ა. ბ. მარშანიშვილი, სოფ. კოკათი. ჩაწერილი – მერი ძიძიშვილის მიერ 1961 წელს.
.
გურამ ღლონტი ლინოგრავიურა – ბახმაროს დოღი 1973
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა