შემოქმედის მიტროპოლიტი იოსები, დღეს ეპარქიის მონასტრის ტერიტორიაზე დედაოთა კელიებში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს:
“ქრისტესმიერ საყვარელ სულიერ შვილებს,გაცნობებთ, რომ დღეს დილით 7 საათზე ცეცხლი გაუჩნდა ოზურგეთის წმინდა ნინოს დედათა მონასტრის საცხოვრებელი კომპლექსის მეორე სართულს. დაიწვა კელიები მთლიანად . მადლობა ღმერთს, არავინ დაზარალებულა.
იოსები, მიტროპოლიტი შემოქმედელი.”
შეგახსენებთ, დღეს გამთენიისას ცეცხლი გაუჩნდა ოზურგეთის წმინდა ნინოს დედათა მონასტრის საცხოვრებელი კომპლექსის მეორე სართულს, დაიწვა 8 ოთახი და განადგურდა თითქმის ყველა ნივთი რაც ტერიტორიაზე იყო. ადგილზე იმყოფებოდა სახანძრო-სამაშველო სამსახური და მოხდა ხანძრის ლოკალიზება.
ნინე ულუმბელაშვილი