რომელმა ერმა შექმნა ჩოხა და საიდან გავრცელდა ჩოხა-ახალუხი საქართველოში

“ქარ­თუ­ლი ეთ­ნო­სი კავ­კა­სი­ის გე­ოგ­რა­ფი­ულ რე­გი­ონ­ში წარ­მო­იქ­მნა. აქ შექ­მნა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და ორი­გი­ნა­ლუ­რი ეთ­ნი­კუ­რი კულ­ტუ­რა. მახ­ლო­ბე­ლი აღ­მო­სავ­ლე­თის კულ­ტუ­რულ-ცი­ვი­ლი­ზა­ცი­უ­რი სივ­რცის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლიც იყო, სა­ი­და­ნაც იღებ­და და შე­მოქ­მე­დე­ბი­თად გარ­დაქ­მნი­და კულ­ტუ­რულ მიღ­წე­ვებს, ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის მთე­ლი რიგი ელე­მენ­ტე­ბი კავ­კა­სი­ის სხვა ხალ­ხებ­ში ვრცელ­დე­ბო­და. მათ შო­რი­საა მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რის ისე­თი სახე რო­გო­რი­ცაა მა­მა­კა­ცის სა­მო­სი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩოხა-ახა­ლუ­ხის და მის ფარ­გლებს გა­რეთ ჩერ­ქე­ზკის სა­ხე­ლი­თაა ცნო­ბი­ლი,” – აღ­ნიშ­ნავს რო­ლანდ თოფ­ჩიშ­ვი­ლი, ის­ტო­რი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ეთ­ნო­ლო­გი­ის სას­წავ­ლო-სა­მეც­ნი­ე­რი ინ­სტი­ტუ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი, რო­მელ­თან ერ­თა­დაც, ამ­ჯე­რად ქარ­თუ­ლი ეროვ­ნუ­ლი სა­მო­სის, ჩო­ხის შე­სა­ხებ ვი­სა­უბ­რებთ.

ჩოხა ქარ­თველ­თა ეროვ­ნუ­ლი სა­მო­სია, რო­მელ­საც ის­ტო­რი­ულ-ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი მხა­რე­ე­ბის მი­ხედ­ვით გარ­კვე­უ­ლი სა­ხეს­ხვა­ო­ბე­ბიც აქვს.

ცნო­ბი­ლი, რომ მა­მა­კა­ცის ქარ­თულ სა­მოსს – ჩოხა-ახა­ლუხს, ქარ­თველ­თა გარ­და, ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის სხვა ხალ­ხე­ბიც მო­იხ­მარ­დნენ. ასე რომ, ჩოხა სა­ერ­თო კავ­კა­სი­უ­რი სა­მო­სი­ცაა. ის სა­მეც­ნი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში “ჩერ­ქე­ზკის” სა­ხე­ლი­თაა ცნო­ბი­ლი, რაც იმის ასო­ცი­ა­ცი­ას იწ­ვევს, რომ თით­ქოს ადი­ღე­ე­ლებ­მა შექ­მნეს და მათი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რის ეს ელე­მენ­ტი კავ­კა­სი­ის სხვა ხალ­ხებ­ში, და, მათ შო­რის, ქარ­თვე­ლებ­შიც ადი­ღე­ე­ლე­ბის­გან გავ­რცელ­და.

რო­მე­ლი ეთ­ნო­სის მი­ე­რაა შექ­მნი­ლი ჩოხა, სა­ი­დან გავ­რცელ­და მა­მა­კა­ცის სა­მო­სი – ჩოხა-ახა­ლუ­ხი სა­ქარ­თვე­ლო­ში და სა­ი­დან შე­ით­ვი­სეს კავ­კა­სი­ის სხვა ხალ­ხებ­მა ის, ამა­ზე ბა­ტო­ნი რო­ლან­დი ასე პა­სუ­ხობს:

“ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცის სა­მო­სი ოდით­დან­ვე რომ კაბა/ჩოხა იყო, ამას თედო სა­ხო­კი­ას მიერ ჩა­წე­რი­ლი ეს ხალ­ხუ­რი ლექ­სიც ადას­ტუ­რებს: “ათა­სი კაბა ყმა მყავ­და./ყველ­ნი ოქ­როს ღი­ლი­თა; /ვაჭ­მევ­დი დე­დალ ხო­ხობ­სა, /ვას­მევ­დი ბრო­ილს ჭი­ქი­თა. ვინ­ცა შე­მე­ბა, შე­ვე­ბი /ალა­ლი­თა და ჯი­ქი­თა, /აწი თქვენ იცით, მე­ფე­ნო, /ვინც დარ­ჩით ამის იქი­თა”… აქ სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ თა­მარ მე­ფეს კა­ბით შე­მო­სი­ლი ათა­სი ყმა ჰყავ­და. ქარ­თვე­ლე­ბი, მა­მა­კა­ცე­ბიც და ქა­ლე­ბიც, კა­ბით (რა თქმა უნდა, გან­სხვა­ვე­ბუ­ლით) იმო­სე­ბოდ­ნენ, რომ­ლის სიგ­რძე მა­მა­კა­ცებ­ში მუხ­ლე­ბის ქვე­მოთ ყო­ფი­ლა.

მა­მა­კა­ცის კა­ბას/ჩო­ხას (სა­მეგ­რე­ლო­ში “ღარ­თი” ეწო­დე­ბო­და) ღილი არ გა­აჩ­ნდა, შემ­დეგ კი წი­ნი­დან გა­იხ­სნა და ღი­ლე­ბით იკვრე­ბო­და. კა­ბის შიგ­ნით უფრო მოკ­ლე სა­გუ­ლე/ახა­ლუ­ხი სცმი­ათ. მოკ­ლედ კი, ასე შე­იძ­ლე­ბა და­ხა­სი­ათ­დეს: ჩოხა კა­ბის სა­ხის სა­მო­სე­ლია, რომ­ლის სა­ერ­თო ნი­შა­ნია გა­მოყ­ვა­ნი­ლი წელი, გა­ნი­ე­რი ბოლო, მრა­ვალ­კალ­თი­ა­ნო­ბა, ჩახ­სნი­ლი წინა მხა­რე და ნა­ო­ჭე­ბი­ა­ნი კალ­თა. მკერ­დის მი­და­მო­ებ­ში სო­ლი­სე­ბუ­რი ღი­ო­ბი ჰქონ­და, რათა ახა­ლუ­ხი გა­მო­ჩე­ნი­ლი­ყო, კალ­თებ­ზე შეჭ­რი­ლი იყო რამ­დე­ნი­მე ჩაქი, სა­ხე­ლო­ე­ბი მა­ჯი­სა­კენ გა­ნივ­რდე­ბო­და და ხში­რად აწე­ულს ატა­რებ­დნენ.

სულ­ხან-საბა ორ­ბე­ლი­ა­ნი ჩო­ხას “მა­ტყლის სა­მო­სელს” უწო­დებს. სა­გუ­ლე რომ იგი­ვე ახა­ლუ­ხია, ესეც სა­ბას ლექ­სი­კო­ნი­დან კარ­გად ჩანს: “სა­გუ­ლე კა­ბის შიგ­ნით საც­ვა­მი”. ლექ­სი­კოგ­რაფს კაბა ერთი სი­ტყვით აქვს გან­მარ­ტე­ბუ­ლი და სა­მო­სელს უწო­დებს.

დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, შარ­ვლის შე­მოს­ვლის შემ­დეგ, ტერ­მი­ნი “კაბა” მხო­ლოდ ქა­ლის სა­მო­სელს ეწო­და, ხოლო კა­ცის სა­მო­სელ­ზე ტერ­მი­ნი “ჩოხა” გავ­რცელ­და, რო­მე­ლიც თა­ვი­დან (ვა­ხუშ­ტი ბაგ­რა­ტი­ო­ნის დრო­საც) რო­გორც შა­ლის ქსო­ვი­ლის, ისე სა­მო­სე­ლის აღმნიშ­ვნე­ლი იყო. შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ხში­რად ბე­რის სა­მო­სელ­საც ჩოხა ეწო­დე­ბო­და ხევ­სუ­რულ დი­ა­ლექ­ტში ჩოხა კა­ცის ზედა ტან­საც­მელ­საც ეწო­დე­ბო­და ქა­ლის/დი­ა­ცის სა­მოს­საც: “შენ გინ­და ქა­ლის ჩო­ხაი, კარ­გი მან­დი­ლი თავ­ზე­და”.
ჩოხა-ახა­ლუხ­ში აგ­რეთ­ვე შე­დი­ო­და: პე­რან­გი, ქვე­და საც­ვა­ლი, ქუდი, სარ­ტყე­ლი და ქა­მარ-ხან­ჯა­ლი. ის­ტო­რი­ულ-ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი მხა­რე­ე­ბის მი­ხედ­ვით, ჩოხა-ახა­ლუხს გან­სხვა­ვე­ბე­ბიც ახა­სი­ა­თებ­და. გან­სა­კუთ­რე­ბით თა­ვი­სე­ბუ­რი იყო ხევ­სუ­რუ­ლი კოს­ტი­უ­მი (“ტა­ლა­ვა­რი”) და გუ­რუ­ლი, აჭა­რუ­ლი და ლა­ზუ­რი “ჩა­ქუ­რა” (გუ­რი­ა­ში ჩა­ქუ­რას “კვერ­ტუ­ა­საც” უწო­დებ­დნენ ).
ჩა­ქუ­რა ქარ­თუ­ლი სა­მო­სის გან­ვი­თა­რე­ბულ ვა­რი­ანტს წარ­მო­ად­გენ­და. ამ შემ­თხვე­ვა­ში საქ­მე გვაქვს ჩოხა-ახა­ლუ­ხის გან­ვი­თა­რე­ბულ ვერ­სი­ას­თან და შარ­ვლის გა­მოკ­ვე­თი­ლად დამ­კვიდ­რე­ბას­თან. ჩა­ქუ­რას ზე­და­ტა­ნი წელ­ში გა­დაჭ­რი­ლი ჩო­ხაა და წელს ზე­მოთ ჩა­საც­მე­ლი. სამ­ხრეთ-და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­დან სამ­ხრეთ შა­ვი­ზღვის­პი­რეთ­ში მუ­ჰა­ჯი­რად წა­სუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბი ჩა­ქუ­რას ზე­და­ტანს დღე­საც ჩო­ხას უწო­დე­ბენ, ხოლო კოს­ტუ­მის ქვე­და ნა­წილს, “შარ­ვალს” – “ლა­ზუ­რა­ის”. ისე­ვე რო­გორც აჭა­რე­ლე­ბი, ძვე­ლი კლარ­ჯე­ლე­ბიც ჩო­ხის შიგ­ნით ჩა­საც­მელს ზუ­ბუ­ნას სა­ხე­ლით მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ. ფა­ნე­ლას შიგ­ნით კი სე­ლის­გან მოქ­სო­ვი­ლი პე­რან­გი ემო­სათ.
ჩო­ხის იმ სა­ხემ, რო­მე­ლიც ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი ყო­ფი­თაა ცნო­ბი­ლი, რო­გორც ჩანს, გან­ვი­თა­რე­ბის საკ­მა­ოდ გრძე­ლი გზა გა­ი­ა­რა და მისი სა­ბო­ლოო ფორ­მი­რე­ბა გვი­ან შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში მოხ­და. ჩოხა-ახა­ლუხს კი სა­ბო­ლოო სახე ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის გავ­რცე­ლე­ბამ შეს­ძი­ნა. ჩო­ხა­ზე მი­კე­რე­ბულ­მა სა­მას­რე­ებ­მა/სა­ქი­ლე­ებ­მა მისი სი­ლა­მა­ზე და მოხ­დე­ნი­ლო­ბა დახ­ვე­წა, ჩო­ხის ჩამცმელს კი მოხ­დე­ნი­ლო­ბას­თან ერ­თად, მეტი ვაჟ­კა­ცუ­რო­ბა შეს­ძი­ნა. მას­რა-ქი­ლე­ბი­ა­ნი ჩოხა კი ზო­გად­კავ­კა­სი­უ­რი ტან­საც­მლის ტი­პია. შე­ნიშ­ნა­ვენ, რომ მისი აქ­ტი­უ­რი გა­მო­ყე­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში XVIII სა­უ­კუ­ნი­დან იწყე­ბა”.

ბა­ტო­ნი რო­ლან­დის თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩვე­უ­ლებ­რივ გა­მო­სას­ვლელ ჩო­ხებ­თან ერ­თად ჰქონ­დათ სა­ყო­ველ­დღი­უ­რო, სა­მუ­შაო ჩო­ხე­ბიც. სა­ყო­ველ­დღი­უ­რო, სა­მუ­შაო ჩო­ხას ჯი­ბე­ებს უკე­თებ­დნენ. ასე­თი ჩო­ხით, თავ­მომ­წო­ნე კაცი გა­რეთ არ გა­ვი­დო­და, სირ­ცხვი­ლი ყო­ფი­ლა. მარ­ტო ახა­ლუ­ხით სტუ­მარ­თან გა­მო­ჩე­ნაც არ შე­იძ­ლე­ბო­და. მას­თან მას­პინ­ძე­ლი აუ­ცი­ლებ­ლად ჩოხა-ახა­ლუ­ხით და ქა­მარ-ხან­ჯლით დამ­შვე­ნე­ბუ­ლი წარ­სდგე­ბო­და.

– სად წარ­მო­იქ­მნა ე.წ. სა­ერ­თო კავ­კა­სი­უ­რი მა­მა­კა­ცის სა­მო­სი, რო­მე­ლიც ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში “ჩერ­ქე­ზკის” სა­ხე­ლი­თაა ცნო­ბი­ლი: ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში – ჩერ­ქე­ზეთ­ში თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში? და რამ გა­ნა­პი­რო­ბა ამ სა­მო­სის ასე სწრა­ფად გავ­რცე­ლე­ბა?

– “ჩერ­ქე­ზკა” გავ­რცე­ლე­ბუ­ლი იყო ყა­ბარ­დო­ე­ლებ­ში, ჩერ­ქე­ზებ­სა და ადი­ღე­ე­ლებ­ში. შე­ნიშ­ნუ­ლია, რომ ადი­ღე­ელ­თა ქვე­და ფე­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ისე­ვე რო­გორც ქარ­თვე­ლე­ბი, “ჩერ­ქე­ზკით” მხო­ლოდ სა­დღე­სას­წა­უ­ლოდ იმო­სე­ბოდ­ნენ. ამა­ვე დროს, ზე­და­ფე­ნის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა სა­მო­სი ფე­რი­თაც გან­სხვავ­დე­ბო­და – ძი­რი­თა­დად თეთ­რი იყო. პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­მო­სი ყარ­ა­ჩა­ელ­თა და ოსთა შო­რი­საც.
ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის ხალ­ხე­ბის სა­მო­სი მო­ნოგ­რა­ფი­უ­ლად შე­ის­წავ­ლა ე. სტუ­დე­ნეც­კა­ი­ამ, რო­მე­ლიც ჩვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო სა­კითხს ეხე­ბა: ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის ხალ­ხებ­შიც ჩოხა-ახა­ლუ­ხის/ჩერ­ქე­ზკის ზედა ნა­წი­ლი ტან­ზე მჭიდ­როდ იყო მომ­ჯდა­რი და წელს ქვე­მოთ სი­ლუ­ე­ტი თან­და­თა­ნო­ბით ფარ­თოვ­დე­ბა. “ჩერ­ქე­ზკას” სა­ყე­ლოს გა­რე­შე კე­რავ­დნენ. ის მკერ­დის არე­ში გუ­ლა­მოჭ­რი­ლი იყო, რომ­ლის ორი­ვე მხა­რე­ზე სა­მას­რე­ე­ბი ჰქონ­და მი­კე­რე­ბუ­ლი. ეს ხაზს უს­ვამს, რომ XVIII სა­უ­კუ­ნე­ში ჩერ­ქე­ზუ­ლი სა­მო­სი ძა­ლი­ან გან­სხვავ­დე­ბო­და უკვე აღ­წე­რი­ლი ჩო­ხის­გან. იმ­დრო­ინ­დე­ლი სუ­რა­თე­ბის მი­ხედ­ვით ე.წ. “ჩერ­ქე­ზკა” უფრო თა­ვი­სუფ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და და ზოგ­ჯერ ტო­მა­რი­სე­ბუ­რი ტან­საც­მლის სა­ხის იყო. მისი სიგ­რძე მუხ­ლე­ბამ­დე ან თე­ძოს ნა­ხევ­რამ­დე ჩა­დი­ო­და. მკერ­დი ძა­ლი­ან ამოჭ­რი­ლი არ ჰქონ­და, რო­გორც გვი­ან­დელ, XIX სა­უ­კუ­ნის “ჩერ­ქე­ზ­კებს”. მკერ­დზე მი­კე­რე­ბუ­ლი სა­მას­რე­ე­ბი თავ­და­პირ­ვე­ლად არ გა­აჩ­ნდა, ის გვი­ან, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ გაჩ­ნდა. თავ­და­პირ­ვე­ლად მას­რებს ტყა­ვის ჩან­თე­ბით ატა­რებ­დნენ, რო­მე­ლიც მხარ­ზე ან ქა­მარ­ზე ჰქონ­დათ მი­მაგ­რე­ბუ­ლი.

სტუ­დე­ნეც­კა­ია აღ­ნიშ­ნავს, რომ მის მიერ აღ­წე­რილ სა­მოსს მხო­ლოდ პი­რო­ბი­თად უწო­დებს “ჩერ­ქე­ზკას”. რომ ოსე­თის სო­ფელ დარ­გავ­სის და ბალ­ყა­რე­თის მი­წის­ზე­და აკ­ლდა­მებ­ში ნა­პოვნ “ჩერ­ქე­ზ­კებს” სა­მას­რე­ე­ბი არ ჰქონ­და. ასე­თი სა­მო­სი, რო­მელ­საც სა­მუ­შა­ოდ მი­იჩ­ნე­ვენ და გა­ნას­ხვა­ვებ­დნენ სა­დღე­სას­წა­უ­ლოს­გან, გვხვდე­ბო­და XX სა­უ­კუ­ნის და­სა­წყი­სამ­დე.

ამ­გვა­რად, სა­ერ­თო კავ­კა­სი­უ­რი სა­მო­სი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩოხა-ახა­ლუ­ხი­სა და ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში “ჩერ­ქეს­კის” სა­ხე­ლი­თაა ცნო­ბი­ლი, თა­ვი­სი კლა­სი­კუ­რი ფორ­მით ადი­ღე-ჩერ­ქეზ-ყა­ბარ­დო­ე­ლებ­სა და სხვა კავ­კა­სი­ელ მთი­ე­ლებ­ში გვი­ან ჩა­მო­ყა­ლიბ­და, სა­მოსს კი “ჩერ­ქე­ზკა” იმი­ტომ ეწო­დე­ბა, რომ ეს ე.წ. სა­ერ­თო კავ­კა­სი­უ­რი სა­მო­სი პირ­ვე­ლად რუ­სებ­მა ჩერ­ქე­ზე­ბის ტან­ზე ნა­ხეს.

– რო­გორც ამ­ბო­ბენ, ჩოხა-ახა­ლუ­ხი/”ჩერ­ქე­ზკა” მა­მა­კა­ცის ქარ­თუ­ლი სა­მო­სის/კა­ბის/ჩო­ხის გან­ვი­თა­რე­ბის შე­დე­გად რო­მაა ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი, ეს შუ­ა­სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ქარ­თუ­ლი სა­ეკ­ლე­სიო ფრეს­კე­ბი­და­ნაც ჩან­სო. ამ სა­კი­თხსაც შე­ვე­ხოთ.
– დიახ, ასე და ფრეს­კებ­ზე ამ სა­მო­სით ტაძ­რის ქტი­ტო­რე­ბი არი­ან გა­მო­ხა­ტუ­ლი. ისი­ნი სა­ე­რო პი­რე­ბი იყ­ვნენ და თა­ნაც ზედა ფე­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. ცნო­ბი­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩოხა-ახა­ლუ­ხი თავ­და­პირ­ვე­ლად ფე­ო­და­ლუ­რი ზედა ფე­ნის სა­მო­სი იყო. სა­მარ­თლი­ა­ნა­დაა შე­ნიშ­ნუ­ლი, რომ წელ­ში გა­მოყ­ვა­ნი­ლი მოკ­ლე კაბა ქარ­თველ უფ­ლის­წულ­თა და დი­დე­ბულ­თა ტრა­დი­ცი­ულ, სა­დღე­სას­წა­უ­ლო სამ­ხედ­რო შე­სა­მო­სელს წარ­მო­ად­გენ­და. მა­მა­კა­ცი ასე­თი წელ­ში გა­მოყ­ვა­ნი­ლი მოკ­ლე კა­ბით, რო­მე­ლიც წვი­ვე­ბამ­დე წვდე­ბა, გა­მო­ხა­ტუ­ლია სვა­ნეთ­ში, იე­ნა­შის ეკ­ლე­სი­ის კე­დელ­ზე. ის XIII-XIV სა­უ­კუ­ნე­ე­ბით თა­რიღ­დე­ბა.
– ე.ი. XVII სა­უ­კუ­ნის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში ქარ­თველ მა­მა­კა­ცებს ძი­რი­თა­დად მუხ­ლე­ბამ­დე კაბა ეც­ვათ.
– კი და მათი უმე­ტე­სო­ბა წელ­ში გა­მოყ­ვა­ნი­ლია და ზედა ნა­წი­ლი ღილ­კი­ლო­ე­ბით არის შეკ­რუ­ლი. ასე რომ, XVII სა­უ­კუ­ნე­ში ჩოხა-ახა­ლუ­ხი თა­ვი­სი სა­მას­რე­ე­ბით ჯერ კი­დევ არ იყო ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი. ყვე­ლა მო­საზ­რე­ბის შე­ჯე­რე­ბით დას­ტურ­დე­ბა, რომ სა­ერ­თო კავ­კა­სი­უ­რი ჩოხა/”ჩერ­ქეს­კა” სა­ქარ­თვე­ლო­ში და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მი­ე­რაა შექ­მნი­ლი. ქარ­თველ­თა­გან კი ის, კულ­ტუ­რულ-ის­ტო­რი­უ­ლი კონ­ტაქ­ტე­ბის შე­დე­გად, გავ­რცელ­და ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის ხალ­ხებ­ში.

მა­მა­კა­ცის ქარ­თულ­მა კა­ბამ/ჩო­ხამ სა­ბო­ლოო სახე მი­ი­ღო მას შემ­დეგ, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი ფარ­თოდ გავ­რცელ­და და მას სა­მას­რე­ე­ბი მი­ე­კე­რა.
მა­მა­კა­ცის ქარ­თუ­ლი სა­მო­სის – ჩოხა-ახა­ლუ­ხის – სა­ბო­ლოო ფორ­მი­რე­ბა უშუ­ა­ლოდ ლუ­ლი­ა­ნი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის – თო­ფის ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში XV-XVI სა­უ­კუ­ნე­ებ­ში გავ­რცელ­და. XVI სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში შიდა ქარ­თლის ციხე-სი­მაგ­რე­ებს სა­თო­ფუ­რე­ბი აქვს. XVIII სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში ქარ­თველ­თა ლაშ­ქრის 38% თო­ფე­ბით იყო შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი. ანა­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბა გვქონ­და XVII სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხევ­რის ქარ­თლში. “XVII-XVIII სა­უ­კუ­ნე­ე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი კა­ჟი­ა­ნი თოფი სა­ქარ­თვე­ლო­შიც მზად­დე­ბო­და”.

ჩნდე­ბა კი­თხვა – რა­ტომ გავ­რცელ­და ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის ხალ­ხებ­ში სწრა­ფად ჩოხა-ახა­ლუ­ხი და რა­ტომ გახ­და პო­პუ­ლა­რუ­ლი, რომ­ლის რუ­სულ­მა სა­ხელ­წო­დე­ბამ (“ჩერ­ქე­ზკა”) მკვლე­ვარ­ნი შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნა და ჩერ­ქე­ზუ­ლი/ადი­ღე­უ­რი კულ­ტუ­რის შე­მად­გე­ნელ ნა­წი­ლად გა­მო­ა­ცხა­დეს?
იმის გამო, რომ ჩოხა-ახა­ლუ­ხი, თა­ვი­სი სა­მას­რე­ე­ბით, მებ­რძო­ლი­სათ­ვის მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი სა­მო­სი იყო. ხოლო ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ე­ლი მა­მა­კა­ცე­ბი კი ძი­რი­თა­დად და­კა­ვე­ბულ­ნი იყ­ვნენ თა­რე­შე­ბით, ახლო თუ შო­რე­ულ მე­ზობ­ლებ­ზე თავ­დას­ხმე­ბით; მათი მთა­ვა­რი საქ­მი­ა­ნო­ბა მე­ომ­რო­ბა იყო. ადი­ღე­ელ­თათ­ვის (ზე­და­ფე­ნის მე­თა­უ­რო­ბით) ლაშ­ქრო­ბა და ომი ძი­რი­თად საქ­მი­ა­ნო­ბა გახ­ლდათ.
ჩოხა-ახა­ლუ­ხის უტი­ლი­ტა­რუ­ლი ფუნ­ქცია იმ დრო­ის­თვის უდა­ვო იყო, რა­მაც სა­ქარ­თვე­ლო­დან მისი ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში და ჩრდი­ლო­ეთ­კავ­კა­სი­ელ­თა­გან კა­ზაკ­თა შო­რის გავ­რცე­ლე­ბა გა­ნა­პი­რო­ბა.
XIX სა­უ­კუ­ნის ბო­ლო­სა და XX სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში შე­იც­ვა­ლა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი და სა­მას­რემ პრაქ­ტი­კუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა და­კარ­გა, თუმ­ცა ის ჩოხა-ახა­ლუხს მა­ინც შერ­ჩა რო­გორც მორ­თუ­ლო­ბის ატ­რი­ბუ­ტად და მა­მა­კა­ცო­ბის, ვაჟ­კა­ცო­ბის სიმ­ბო­ლოდ.
allnews.ge
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share