უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსი არესტოვიჩმა განაცხადა, რომცმისი შეფასებით, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ 10 ათასამდე უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, – იუწყება უკრაინული პორტალი ТСН-ი.
უფლებადამცველ მარკ ფეიგინთან ინტერვიუში არესტოვიჩმა აღნიშნა, რომ კონფლიქტის დასაწყისში დღეში საშუალოდ 100 უკრაინელი სამხედრო იღუპება. რუსეთის არმიის დანაკარგი დღეში საშუალოდ 1000 ჯარისკაცს შეადგენს. ახლა, არესტოვიჩის გათვლებით, რუსეთის არმია ყოველდღე 200-300 ჯარისკაცს კარგავს.
მანამდე უკრაინის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა თქვა, რომ ახლა უკრაინელი სამხედროების დანაკარგები დღეში 100-დან 200 ადამიანამდეა. ამ მონაცემების საბრძოლო პირობებში გადამოწმება შეუძლებელია.
არესტოვიჩმა და პოდოლიაკმა აღნიშნეს, რომ ასეთი დანაკარგების მიზეზია რუსული არმიის მნიშვნელოვანი უპირატესობა არტილერიის შესაძლებლობების მხრივ.