ოდესის ოლქში ერთ-ერთ სანაპიროზე, ნაღმზე მამაკაცი აფეთქდა.
როგორც ოდესის სამხედრო საოლქო ადმინისტრაცია იუწყება, მიუხედავად გაფრთხილებისა და აკრძალვებისა, ოჯახმა გადაწყვიტა დრო ზღვის სანაპიროზე გაეტარებინა.
სანამ დედა და ბავშვები ქვიშაზე ნივთებს აწყობდნენ, მამა გადაწყვიტა წყლის სიღრმე გაზომვა მოინდომა და… მოულოდნელად აფეთქების ხმა გაისმა.
მამაკაცმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა.
ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას დაემორჩილონ წესებს, რადგან “სიფრთხილე და მასთან დაკავშირებული შეზღუდვები გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე დასვენება, რომელიც შიძლება ლეტალურად დასრულდეს.”