პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების პირადი მონაცემების შემცველი დოკუმენტაციის სხვა პირებთათვის შესაძლო ხელმისაწვდომობის თაობაზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამსახურმა საქმის შესწავლა დაიწყო.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აღნიშნავს, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მისმა დარღვევამ, უფლებაში გაუმართლებელმა ჩარევამ ან მონაცემების უსაფრთხოების უგულებელყოფამ შესაძლებელია მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს მონაცემთა სუბიექტებს.
„2022 წლის 11 ივნისს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების პირადი მონაცემების შემცველი დოკუმენტაციის სხვა პირებთათვის შესაძლო ხელმისაწვდომობის თაობაზე.
ასევე, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სამსახურს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარმოუდგინა.
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მისმა დარღვევამ, უფლებაში გაუმართლებელმა ჩარევამ ან მონაცემების უსაფრთხოების უგულებელყოფამ შესაძლებელია მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს მონაცემთა სუბიექტებს.
მედიაში აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისთანავე, ვინაიდან სიუჟეტი შეიცავს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხს, დაუყონებლივ დაიწყო აღნიშნულის, მათ შორის, მონაცემის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიღებული ზომების შესწავლა. ასევე, თუ შემოწმების შედეგად გამოვლინდება შესაძლო დანაშაულის ნიშნები, სამსახური დაუყოვნებლივ მოახდენს საზოგადოებისა და შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებას”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.