ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციით (COVID-19) გარდაიცვალა ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის მღვდელმსახური, დეკანოზი თეოდორე გამეზარდაშვილი. ინფორმაციას ამის შესახებ „საპატრიარქოს უწყებანი“ ავრცელებს.
„მამა თეოდორეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა ვირუსით გამოწვეულმა ინფექციამ. დეკანოზი თეოდორე დასვენებულია თერჯოლის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში. იგი დაიკრძალება ხვალ, 2021 წლის 4 იანვარს.
მწუხარებას გამოვთქვამთ დეკანოზ თეოდორეს გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და სამწყსოს. უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული. გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული დეკანოზი თეოდორე“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.