გამოძვერით და დამთავრდა ყველაფერი? არა. ამის შემდეგ სხვა ეტაპებია. ქართული სენია, ნებისმიერი დაავადების დროს, რაღაცას ჩაიტარებენ და დამთავრდა. რა ვქნა ექიმო მეტი წამლის ფული არ მაქვსო. ბოლომდე მოურჩენელი პროცესი რომ სიმსვნის დამართების გარანტი და ბაზისია, ეს მედიცინის ჭეშმარიტებაა. რენტგენზე ფილტვი ჯანმრთელიაო? ხშირად ეს აბსურდია. რენტგენზე უამრავი ფილტვის ანთება არ ჩანს და ჰისტოლოგიურ ნგრევის დანახვაზე , ხომ ლაპარაკი ზედმეტია. აღდგენითი ეტაპის ზედამხედველობა ყველაზე მნიშვნელოვანია გამოჯანმრთელებისთვის და ხანგრძლივი სიცოცხლისთვის, ნებისმიერი დაავადების მკურნალობის დროს. მაგალითად, ზოგს ფილტვების ანთების მკურნალობა, მხოლოდ ანტიბიოტიკი ჰგონია. აღარ გავვრცელდები იმაზე, რომ ფილტვების ანთებების 60 პროცენტზე მეტი სოკოვანი ეტიოლოგიისაა და სულ არ სჭირდება ანტიბიოტიკი. ზოგადად, კორონამდე ვამბობ, საერთოდ რატომ იყო ამდენი სიკვდილობა ქვეყნად? მარტო ეკონომიკას ნუ ვაბრალებთ. ჯანდაცვის პროფილაქტიკური სამსახურის უხეირობა ერთია. მაგრამ ,ადამიანების უკულტურობაც წამყვანია. უამრავი შემთხვევაა, მაგალითად, ფილტვების ანთების მკურნალობის დროს ,აღდგენით კურსზე ადამიანების უმრავლესობა წინააღმდეგია, უფულობის გამო. ანტიბიოტიკის დალევის შემდეგ, მოითქვამს რა სულს ,წავა და ბრენდში მოდურ ტანსაცმელს იყიდის . ფილტვის აღდგენაზე კი წამლის ფულს ვერ გაიმეტებს. თუნდაც, ამას ექიმი უანგაროდ თხოვდეს და თავგანწირვით უხსნიდეს გართულების საშიშროებას. უამრავ განადგურებულ ფილტვს ვნახულობ, პლევრიტის ან ფილტვების ანთების მკურნალობის გადატანის შემდეგ აღდგენა რომ არ გაკეთებია. ამ ადამიანებს თავი ჯანმრთელი ჰგონიათ .აგრძელებენ სიგარეტის მოწევას და ზედ დამატებული აქვთ—- მწეველთა ქრონიკული ბრონქიტი.რომელსაც უპირობოდ მკურნალობა სჭირდება. სადღაც ამ ფილტვს მოუსმინეს. ვიღაცას რეაქცია არ ჰქონია. ყველაფერი კი ფილტვებიდან იწყება. ფილტვი არის ორგანიზმის მილიარდსისხლძარღვიანი ქსელის მთავარი მაგისტრალი. არც კიბოთი დაავადებული მოკვდება ,არც თირკმელი გაუჩერდება არავის, არც ციროზი გაუმწვავდება და უამრავი სხვა ასეთი, თუ კაპილარული ფილტვის ანთება არ არის საწყისი. ეს ის ტიპია ფილტვების ანთების , კორონას რომ ამწვავებს. თუ ფილტვი ჯანმრთელია ,ადამიანი დიდხანს ცოცხლობს. მაგრამ დაბალი დონის მედიცინის ფონზე ,ფილტვების არც რეალური შეფასება ხდება , არც პროფილაქტიკა და არც გულიანი მიდგომა იმაზე ,რომ —— გიჭირს და თავი დაიცავიო. ზოგჯერ გამაოგნებელი ვითარებაა. ადამიანის რენტგენოლოგიურ დასკვნაში, რა თქმა უნდა თუ წაკითხვა იცი, უამრავ პრობლემას ამოიკითხავ და ამაზე ვიღაცას ნათქვამი აქვს არაფერი გჭირსო. პატარა პრობლემები, დროში დიდ პრობლემურ კონგლომერატებს ქნის. თუ ადამიანს მწირი შესაძლებლობა აქვს, აღდგენითი კურსი ,შეიძლება, მორგებული იაფიანი ფიტოთერაპიით განხორციელდეს ან აფთიაქის იმ ძალიან იაფიანი წამლებით, რომლებიც ზოგ ყბადაღებულ ფირმას ჯერ ხელში არ ჩავარდნია, რამე ფხვნილი არ დაუმატებია ზედ და ფასი არ გაუათმაგებია. გაიგეთ, რომ მორჩენის ჩვეულებრივი ეტაპია, აღღგენითი სტადიის წარმატებით განხორციელება. მით უმეტეს, თუ ღმერთმა ისეთ ექიმთან მოგახვედრა ,ვინაც მექანიზმები საუკეთესოდ იცის და შეუძლია ამ მოცემული ,დაავადებული პარენქიმული ქსოვილის ბოლომდე გაჯანსაღება. გული მტკივა. უამრავი ადამიანი დადის ,ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით———–განადგურებული ფილტვით. მათ შორის ბევრს ძლიერი ეკონომიკა აქვს, მაგრამ არავის უთქვამს ეს საშიშიაო.ზოგი ფილტვიდან, ფილტვების ანთების გარეშეც, ტრაქტორის და კომბაინის ერთობლივი ღრიალი მოისმინება, მაგრამ, თურმე ეს მწეველისთვის ჩვეულებრივიაო. ესაა სრული სიბრიყვე. ამ დროს იმუნიტეტი იცავს სიკვდილისგან. ყველა ,მწეველთა ბრონქიტს, ფილტვის გაწმენდა და გაჯანსაღება სჭირდება. იმისთვის, რომ ამ ადამიანმა ბევრი წლით მეტი იცოცხლოს. მაგალითად ,ასევე, ამიტომ ხვდებიან გაოცებულები დიალიზზე, დაზიანებული თირკმლის გამო. ვინ არიან ეს ხალხი? ესენი არიან ისინი, ვინც ფეხზე გადაიტანეს თირკმლების ანთება ან ამ ანთების დროს აღდგენითი კურსები არ ჩაიტარეს. დაავადების მორჩენას, ისევე როგორც ჭრილობის შეხორცებას, თავისი ,აუცილებელი ,ჰისტოლოგიური დონის ეტაპები აქვს. დაავადების მიმალვა და ჩივილების დახშობა მორჩენა არ არის. ამდენი კიბო იმიტომ არის ქვეყნად , რომ ესენი ყველა ,რომელიმე ორგანოს დაავადების შემდეგ ,ბოლომდე მოურჩენელი კატეგორიებია. უამრავი ადამიანი ვიცი, ვისაც პლევრიტის ან ფილტვის ანთების შემდეგ აღდგენა არ გაკეთებია და გარკვეული წლების შემდეგ სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში არიან. ჯანსაღ ქსოვილს კიბო არ დაემართება. წამკურნალება დროებითი სიცოცხლის წყაროა. მორჩენა გულისხმობს, მოცემული ქსოვილის გაჯანსაღებას და აღდგენას . დაბინძურებული ლიმფა რომ დარჩება ორგანიზმი, ის გააგრძელებს სხვადასხვა მიკრობების და ვირუსების ადვილად ჩაჭერას. ჰისტოლოგიურად ჯანსაღი უჯრედი მიკრობს ან ვირუსს არც ჩაიჭერს და არც გაახარებს. იქ მიკრობი ან ვირუსი ხელფეხს ვერ გაშლის მავნედ სამოქმედოდ .იქ მდგრადი იმუნოლოგიური რეაქციები, ისე მიდის ,რომ ვირუსი ვერ დამკვიდრდება. ასეა კოვიდის დროსაც. ვენების პრობლემა, რომელიც რაღაც დონეზე ყველას აქვს, ეს ხომ დაბინძურებული ლიმფის პრობლემაა. სრული იდიოტობაა ამ დროს, ეწ გამათხიერებელი. ჯერ ლიმფა უნდა გასუფთავდეს , შემდეგ ვენის კედლის ჰისტოლოგია უნდა გამოსწორდეს, ყველა დარღვეული ფიზიოლოგიური რეაქცია გასწორდეს . ეწ გამათხიერებელი დროებითი ცოცხია. ვენის კედლის აღდგენაა მკურნალობა და არა დროებითი გამოხვეტა მიკროთრომბების. მილიონი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, თუ როგორ არასწორად მიდის მკურნალობები და თავისი უდიერობით ადამიანები როგორ იმოკლებენ სიცოცხლეს. ეს შესავალი იმიტომ გავაკეთე, რომ იგივე მოხდება გამოჯანმთელებული კოვიდის დროს .ამიტომ მინდა თქვენივე დიდხანს სიცოცხლისათვის გაგაფრთხილოდ. დამთავრდა კოვიდი და მორჩით? გილოცავთ .მაგრამ ,კოვიდის დამთავრება არ არის საკმარისი. თქვენ უნდა იცოცხლოთ დიდხანს. ამიტომ , ნარჩენი მოვლენების მართვაა საჭირო? არ ყვირიან? კარგად ხართ? თითქმის არაფერი არ ყვირის, ინფარქტის და რადიკულიტის გარდა .ფილტვები დაიცავით. ყველა დაავადების დროს დახმარება უნდა ტვინის და ფილტვის უჯრედებს. ნებისმიერი დაავადების დროს, ყველაზე მეტად ისინი იბრძვიან ორგანიზმის დასაცავად. თუ ტვინის უჯრედები ჯანსაღია, ადამიანი ყველაფერს უმკლავდება. შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩემი მგონი 17 თავიანი სტატია—– რა ვუშველოთ ტვინს და მეხსიერებას. იქ ის პროდუქტებია ჩამოთვლილი, რომლებიც ტვინს უყვარს თავისი უჯრედების გამოსაცოცხლებლად. თუ კოვიდის შემდეგ ტვინის აღდგენას არ შეეცდებით ,შეიძლება ,დროთა განმავლობაში საქმე გაფანტულ სკლეროზამდე მივიდეს. მეცნიერთა დასკვნით, კოვიდის ერთ-ერთი გართულება გაფანტული სკლეროზია. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაშ ი, თუ დაავადების შემდეგ, ორგანიზმის სრულფასოვან აღდგენაზე არ ვიზრუნეთ. ამაზე კონცენტრირებაა საჭირო და მონდომება. დღეს თანამედროვე მედიცინაში გაფანტული სკლეროზის არც მკურნალობაა პრობლემა და არც პროფილაქტიკა. ყველაფერი ახსნილია მეცნიერულად და ყველაფრის შეჩერება და გაუმჯობესება შეიძლება. ნებისმიერი დაავადება, ვირუსი ბაქტერია და სხვა, ყველა ორგანოს აზიანებს რაღაც დონეზე. მაგრამ რომელი დაავადებაც არ უნდა გამოიკვეთოს, ყველაზე მეტ დარტყმას იღებს———-ღვიძლი, ტვინი და ფილტვი. სხვა ორგანოებმა უფრო შეიძლება იყვირონ. მაგალითად, გულმა ან ნერვულმა წნულმა. ასეა კოვიდის დროს. უმსუბუქესი ფორმაც რომ გადაიტანოთ, თქვენ უნდა იზრუნოთ—————————ფილტვის, ტვინის და ღვიძლის ბოლომდე გაჯანსაღებაზე. თუ ფული არ გაქვთ ,ამას თქვენი პირადი ექიმი ,მარტივი მეთოდებითაც მოგიგვარებთ. პრობლემა ხომ არ არის, მაგალითად, აღმდგენი ამინომჟავა მიიღოთ. მაგალითისათვის ,ტრადიციულად ცნობილი და მოსახლეობაში დანერგილი—— ნოოტროპილების ჯგუფის და ასე შემდეგ. თბილად იყავით. სითბური ბალანსი შეინარჩუნეთ. ისევ არ გაცივდეთ. ნატურალური ვიტამინები მიიღეთ. ფილტვი, ღვიძლი და ტვინი აკონტროლეთ. ამ სამი ორგანოს აღდგენით კურსს რომ ჩაიტარებთ, განსაკუთრებით ფილტვების, მაშინ იქნება კოვიდი ბოლომდე დამარცხებული. გიმეორებთ აღდგენითი ეტაპის განხორციელება სასიცოცხლოდ აუცილებელია, როგორ ყველა დაავადების დროს, ასევე კოვიდის დროს. ჩივილების მიმალვა არ არის მორჩენა .მორჩენა არის, პარენქიმის, ჰისტოლოგიის დონეზე დალაგება. კრებსის ციკლის ყველა ფიზიოლოგიური რეაქციის სწორად ჩაყენება. იცოდეთ ეს შეიძლება ძალიან მწირი ეკონომიკითაც, თუ გულით მოხდება მიდგომა. იცოდეთ ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია. უჯრედული რეაქციები სწორად და ბოლომდე თუ არ აღდგება, ის ქსოვილი სიმსივნის მისაღებად მზად არის ან ლოკალური დაავადებისთვის. არ დააიგნოროთ გამოჯანმრთელების აღდგენითი სტადია. არ მოგატყუოთ იმან, რომ ჩივილები აღარ გაქვთ. მაღალი დონის მედიცინის დოგმა და ჭეშმარიტებაა აღდგენითი სტადიის მკურნალობა. თუ პაციენტს ეკონომიკა მწირი აქვს, მოხერხებულ ექიმს 50 ლარის მედიკამენტებითაც შეუძლია ადამიანის სიცოცხლის პროფილაქტიკა .თაფლი და თაფლის პროდუქტები მიიღეთ.ვაშლის ძმარი თითო ჩაის კოვზი ერთ ჭიქა წყალში ხშირად გამოიყენეთ. კურკუმას და ნიორსაც ნუ დაივიწყებთ. ბევრი წყალი მიიღეთ . თუ წყალი არ გიყვართ, ონკანთან ყველაზე ძვირფასი მაღალფეხიანი ფუჟერი დადგით და იმის ნახევარი მაინც ხშირად დალიეთ. ასე უფრო მიმზიდველი იქნება მიღება . უშნო ჭიქაც ფსიქოლოგიური ძალადობაა. რაც გსიამოვნებს ის უფრო შეგერგება. ნუ მიატოვებთ ორგანიზმს, 10 დღის მკურნალობის ამარა. 30 წლიდან ადამიანის ორგანიზმი ყოველდღე ბერდება და მას,ისედაც, უნდა პერიოდულად ,რაღაც ნაყენები. მისი სწორად შერჩევა თქვენს ექიმს მიანდეთ. ოთახი ხშირად გაანიავეთ.
მარინა ტოტოჩავა