[ოლიგარქზე] როდესაც ვსაუბრობთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ყველას გავხსოვდეს, რომ ეს არის არა უბრალოდ შეძლებული ადამიანების არსებობა, რომლებიც პარტიულ მოღვაწეობას ეწევიან, არამედ სახელმწიფო ხელისუფლებისა და ძალაუფლების გამოყენება საკუთარი მერკანტილური ინტერესებისთვის. მოცემულ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, ვისაუბროთ იმასთან დაკავშირებით, რომ არავითარი საფუძველი იმაზე საუბრისთვის, რომ შეიძლება, ბიძინა ივანიშვილი რამენაირად იყენებდეს ძალაუფლებას საკუთარი ინტერესებისთვის, უბრალოდ, არ არსებობს.
პრიმიტიულად ნურავინ ნუ მიუდგება ამ საკითხს და ნუ იტყვის, რომ რახან ბიძინა ივანიშვილს აქვს დიდი ფინანსური შესაძლებლობა, ის ავტომატურად ოლიგარქია. რა საკვირველია, ეს არის აბსოლუტურად მცდარი. დღეს საქართველოში არსებობენ “პოლიტიკოსები”, რომლებიც იღწვიან იმისკენ, რომ ხელისუფლება ხელში აიღონ და ამისთვის, რეალურად, საკუთარ ფინანსურ შესაძლებლობას იყენებენ. დასახელდა გვარები, როგორიც არის, მაგალითად, კეზერაშვილი.