ხვალ, 19 ივნისს, ოზურგეთში, ჭადრების ბაღში აქცია სახელწოდებით “ევროპისკენ-თავისუფლებისთვის” გაიმართება.
აქციას ორგანიზებას სამოქალაქო მოძრაობა “თავისუფლებისთვის” უწევს.
აქციას მთავარი გზავნილი აქვს და ეს საქართველოს ევროპული არჩევანია.
შეგახსენებთ, რომ 23-24 ივნისს, ბრიუსელში დაგეგმილ სამიტზე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები საქართველოსთვის ევროკავშირის წევრპბის სტატუსის მინიჭების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.