“მიღებულია მტკიცე რეკომენდაცია ვაქცინის მე-4 დოზასთან დაკავშირებით”

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიღებულია გადაწყვეტილება რომ 50 წლის ზემოთ ადამიანებს მიეცეთ მტკიცე რეკომენდაცია გაიკეთონ ვაქცინის მე-4 დოზა, ანუ მეორე ბუსტერი.

გამყრელიძის თქმით, ამ ეტაპზე მე-4 დოზა ქვეყანაში დაახლოებით 4 000-მდე ადამიანს აქვს გაკეთებული.

“დაახლოებით 4 000-მდე ადამიანს 4 დოზა ქვეყანაში გაკეთებული აქვს სხვადასხვა მიზნებით, მათ შორის, ქრონიკული დაავადებებით დაავადებულებს. მაგრამ უკვე გადაწყვეტილებაა რომ 50 წლის ზემოთ ადამიანებს მიეცეს მტკიცე რეკომენდაცია რომ მათ გაიკეთონ მეორე ბუსტერი, 4 თვის შემდეგ პირველი ბუსტერიდან ან დაავადების გადატანიდან.

რაც შეეხება ქვემო ასაკს, უკვე შევთანხმდით ასევე რომ, ეს იქნება 12 წლის ასაკის ზემოთ რეკომენდირებული, იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვს ქრონიკული დაავადებები,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გარდა ამისა, გამყრელიძე გაუმჯობესებულ ეპიდისიტუაციასაც შეეხო.

“პირველი სცენარის მიხედვით დაახლოებით ასეა, ვირუსი თანდათან სუსტდება და ის პანდემიური რეჟიმიდან თუ აცრის მაჩვენებელი მთელს მსოფლიოში კიდევ უფრო მეტად გაიზრდება და თქვენ იცით სამიზნე არის 70%, მაშინ ვირუსს ნაკლები შანსი ექნება, რომ არა იმუნურ ფენას შეეხოს და ის გადავა ენდემურ რეჟიმში,” – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share