ირაკლი ღარიბაშვილის წლიური მოხსენება ხმაურით დაიწყო. მიღწევებზე ალაპარაკებულ პრემიერს ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ შეაწყვეტინა გამოსვლა. მან დარბაზიდან გააპროტესტა ღარიბაშვილის განცხადება და დაინტერესდა, რა მიღწევებზე საუბრობდა – “წამალი არ გაქვთ? მიუტანეთ დაამშვიდეთ…ექიმს ხომ არ დავუძახოთ? გეტყვით ყველაფერს, თქვენც და ყველას” – მიმართა ღარიბაშვილმა ტრიბუნიდან დეკანოიძეს.
დეკანოიძეს პარლამენტის თავმჯდომარემ რამდენჯერმე მოუწოდა სიმშვიდისა და გაჩუმებისკენ, მისცა შენიშვნა და დარბაზიდან გაძევებით დაემუქრა.
პაპუაშვილის ბრძანებით, მანდატურები ენმ-ს კიდევ ერთ დეპუტატის, ანი წითლიძის დარბაზიდან გაყვანას ცდილობდნენ, თუმცა წითლიძეს მოგვიანებით პაპუაშვილმა დარჩენის უფლება მისცა.
ღარიბაშვილმა თავის გამოსვლა ევროკომისიის დასკვნაზე საუბრით დაიწყო და აღნიშნა, რომ პირველად გაჩნდა ჩანაწერი ევროპული პერსპექტივის შესახებ.
ამის შემდეგ კი პირდაპირ “9 წელზე” საუბარი დაიწყო.