„ერთი და ორი დეპუტატი ინდივიდუალურად თუ გადაწყვეტს შესვლას, ეს არ იქნება პარტიული შესვლა“,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.
როგორც იგი ამბობს, „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ პარლამენტში ინდივიდუალურად არავინ შედის.
„მაგრამ რეალურად ეს არაფერს ცვლის, თუნდაც „პატრიოტთა ალიანსის“ განცხადებაც რომ ცნობილია, პარტიის პოზიცია ცნობილია. ეს ვერ შესძენს მრავალპარტიულობას ამ პარლამენტს. ოპოზიციური გეგმები არ იცვლება. ეს რაღაც მანიპულირება და პოლიტიკური ჟონგლიორობა, შეუძლია „ქართულ ოცნებას“ გააგრძელოს, მაგრამ დღის წესრიგი არ იცვლება. მოლაპარაკებები თუ შედგება, იგივე წინადადებით მივა ოპოზიცია.
„სტრატეგია აღმაშენებლიდან“ არავინ ინდივიდუალურად არ შედის. პირველი, რომ სიები უკვე ჩახსნილია და ოთხივე დეპუტატმა დაწერა განცხადება. ეს გამორიცხულია.
როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ არ არის განწყობილი კონსტრუქციულად, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდეს“,- განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.