“ასე უდიერად რომ ეპყრობოდით ქვეყნის ტერიტორიებს, რომ, გაფლანგეთ და ანიავეთ, ჩააბარეთ ტერიტორიები და შემოიყვანეთ რუსული ჯარი, ისევ დააბრუნეთ, აი მაგიტომ ხართ ოპოზიციის რიგებში და იქნებით მუდამ. იმიტომ რომ თქვენნაირი ხალხი ვერ დაბრუნდება ვერასოდეს ხელისუფლებაში. ამას ხალხი არ დაუშვებს. ეგ იცოდეთ თქვენ კარგად” – ასე მიმართა პრემიერმა ღარიბაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან ოპოზიციას. მის ამ განცხადებას “ოცნების” წევრების მხრიდან მქუხარე ტაში მოჰყვა.