”არ ვიცი, თუ რამე გამოსვლა შეიძლებოდა ყოფილიყო, რომელიც გააგზავნიდა ბრიუსელისკენ ნეგატიურ სურათს და ნეგატიურ გზავნილს, რომ ჩვენ თურმე ყველაზე კარგები ვართ, ყველაფერი კარგად გავაკეთეთ, არაფერი გვიჭირს, ვართ ბევრად უკეთესები, ვიდრე თქვენი უკრაინა და მოლდოვა, ვერ გავიგეთ, რატომ არიან ისინი ჩვენზე წინ, ერთადერთი ალბათ იმიტომ, რომ თქვენ ომი გინდოდათ და ჩვენ ომი არ გვინდა. ანუ აბსურდი და ძალიან შეურაცხმყოფელი, თან თავისი შინაარსით.
შენ როცა ელოდები ჩვენი პარტნიორებისგან ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, როგორც მინიმუმ, მოგეთხოვება ორი რამ: ერთი, რომ შენი ხალხის ხმა გაიგო და მეორე, რომ შენ გაიგო შენგან რას ელოდებიან ის პარტნიორები, რომლებიც ზეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას და ისინი ელოდებდნენ ერთ ძალიან მარტივ რამეს, რომ გამოთქმულიყო პოლიტიკური ნება, რომ კი, ჩვენ წავიკითხეთ რეკომენდაციები, ამას გავაანალიზებთ, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერს თავისთავად მივიღებთ, მაგრამ ჩვენ მზად ვართ, რომ ყველა ერთად, არაპოლარიზებულად და დაპირისპირებით, ყველამ ერთად ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ წლის ბოლოს შევასრულოთ ის, რაც არის ჩვენ მიმართ გზავნილი, რომ თქვენ თუ გადადგამთ რამდენიმე ნაბიჯს და პოლიტიკური ნება გამოჩნდება, თქვენ მიიღებთ კანდიდატის სტატუსს.”