”ვერავინ დედამიწაზე, ვერც ერთი პრემიერმინისტრი, ვერც ერთი მინისტრი ვერ შეცვლის იმ გზას, რომელ გზასაც მე დავადექი 1988 წელს და ვერც იმასს, რომ 1989 წლის 8 აპრილს მე, დათო სიხარლიძესთან, მამუკა იოსელიანთან და დავით ხიტინთან ერთად აი, აქ დავწვი კომკავშირის ბილეთი. მე თქვენ იქ ვერ დამაბრუნებთ ვერასოდეს. ამიტომ მე დღეს ვაანონსებ ჩემი მეგობრების მხრებზე, მათი თანხმობით, სამოქალაქო მოძრაობას „ექიმები ევროპისკენ”.
ამის შესახებ, ექიმმა ლალი ჯანაშიამ აქციაზე, “შინ ევროპისკენ”, განაცხადა.