“მზად ვართ, რეფორმების შესრულების შემდეგ, ბოსნიასა და საქართველოს კანდიდატის სტატუსი მივანიჭოთ”, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა G7-ის სამიტის დაწყებამდე ისაუბრა.
უკანასკნელ სამიტზე შევთანხმდით, რომ უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მივანიჭებთ. ასევე, მზად ვართ, კანდიდატის სტატუსი ბოსნიას და საქართველოს მივანიჭოთ, როგორც კი რეფორმები შესრულდება. ეს არის ისტორიული მომენტი უკრაინისა და ევროპის მომავლისთვის.
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნებთან, რუსეთის ომის მანქანისთვის ჟანგბადის მიწოდებაზე ერთიან მიზნებს ვიზიარებთ, ასევე უნდა ვიზრუნოთ ჩვენი და ჩვენი პარტნიორების ეკონომიკაზე. ევროკავშირი უკრაინელი ხალხის გვერდით, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ასევე ჩვენი დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად იდგება, – ამბობს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ბავარიაში, G7-ის სამიტის დაწყებამდე.