„ქართული ოცნების მხარდამჭერები უფრო მეტნი არიან, ვიდრე იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელებიც რამდენიმე დღის წინ იდგნენ რუსთაველზე“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა 24 ივნისს დედაქალაქის მთავარ გამზირზე შეკრებილი ადამიანების შესახებ განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც ალტერნატიული მთავრობის შექმნაზე საუბრობენ, ამით ქვეყნის პოლარიზაცაის უწყობენ ხელს.
”აჟღერებენ რადიკალურ პოლიტიკურ განცხადებებს და ალტერნატიული მთავრობის შექმნაზე საუბრობენ. მათი მხრიდან გარკვეული დაზუსტებები, რომ თურმე ალტერნატიულ მთავრობას არ ქმნიან, ეს არ ცვლის იმ მოცემულობას, რომ ისინი დეპოლარიზაციას კი არ უწყობენ ხელს, არამედ პირიქით, პოლარიზაციას უწყობენ ხელს. აქციებზე რადიკალური ოპოზიცია, თუ მისი დაქვემდებარებული ორგანიზაციები, სრულადაც რომ გამოიყვანონ თავიანთი მხარდამჭერები, ეს ვერ შეცვლის იმ ფაქტს, რომ ჩვენ გუნდს ჰყავს გაცილებით მეტი მხარდამჭერი ქვეყნის მასშტაბით და იმ რეკომენდაციების შესრულება, რაც მთავრობას მიეცა, არის ჩვენი ვალდებულება“. – თქვა ნინო წილოსანმა.