კურორტ ბახმაროში ლედ განათების სისტემის სამონტაჟო სამუშაოები დაიწყო

2022 წლის 1 ივლისს, კურორტ ბახმაროს ცენტრალურ ქუჩაზე 4.5 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთზე ენერგო ეფექტური ლედ განათების სისტემის სამონტაჟო სამუშაოები დაიწყება. სამონტაჟო სამუშაოებს ახორციელებს შპს გურია ბიზნეს ჯგუფი 01. სამუშაოები ივლისის თვეში იწყება და 2022 წლის სექტემბრის ბოლომდე გასტანს.

პროექტი, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამასა და კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის შორის 2021 წლის 25 ოქტომბერს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტის ფარგლებში ხორციელდება და ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის სოციალური პროგრამის განხორციელების ნაწილს წარმოადგენს.

USAID-ის   ენერგეტიკული   მომავლის   უზრუნველყოფის პროგრამისა და  კავკასიის  განახლებადი  ენერგიის  ჰოლდინგის პარტნიორობა გულისხმობს საქართველოს ენერგეტიკული    სექტორის    წინსვლის ხელშეწყობას   და    ამ მიმართულებით, მდგრადი    შედეგების უზრუნველყოფას.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share