”ბორინკა ივანიშვილის ყურმოჭრილ მონებს აქ ყველაფრის უფლება აქვთ, ამის ნათელი მაგალითია ის სამუშაოები, რომელიც ამ დროს მიმდინარეობს ”ქართული ოცნების” ოდიოზური ფიგურის ილა კეჭაყმაძის უკანონოდ მითვისებულ ტერიტირიაზე, სადაც არც მეტი არც ნაკლები, 5 სახლის უკანონოდ აშენების უფლებაც მისცეს ” – ამის შესახებ ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი ენმ-დან, დავით მჟავანაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, ადგილობრივი ჩინოვნიკები წესრიგის დაცვის მოტივით, ხალხს სესხით ნაყიდი პროდუქტის გაყიდვის და ჯიხურის მუშაობის საშუალებას არ აძლევენ, ხოლო ილა კეჭაყმაძე უკანონოდ მითვისებულ ტერიტორიაზე 5 სახლს იშენებს:
”პირველ ფოტოზე შაქრო დოლიძის ჯიხურია და ის აქ 10 წელზე მეტია დგას. მიუხედავად ამისა, ”ქართული ოცნების ” ადგილობრივი ჩინოვნიკები წესრიგის დაცვის მოტივით არ აძლევენ სესხით ნაყიდი პროდუქტის გაყიდვის და ოჯახი რჩენის საშუალებას. სამაგიეროდ, ბორინკა ივანიშვილის ყურმოჭრილ მონებს აქ ყველაფრის უფლება აქვთ, ამის ნათელი მაგალითია ის სამუშაოები, რომელიც ამ დროს მიმდინარეობს ”ქართული ოცნების” ოდიოზური ფიგური,ს ილა კეჭაყმაძის უკანონოდ მითვისებულ ტერიტირიაზე, სადაც არც მეტი არც ნაკლები, 5 სახლის უკანონოდ აშენების უფლებაც მისცეს. ფოტოზე კეჭაყმაძის ბიძაშვილის შვილი გიორგი კეჭაყმაძე და ბიძაშვილი მამუკა კეჭაყმაძეა. ჩემმა გამოჩენამ აშკარად ორივე გააღიზიანა, რადგან როგორც ჩანს, აღნიშნულ ტერიტორიასთან უკანონო სამუშაოების დასრულებამდე მიახლოება მე კი არა ბახმაროს წარმომადგენლებსაც ეკრძალებათ.
დავით შარაშიძე თუ ბახმაროს ბედი გაღელვებს შეეშვი შერჩევით სამართალს და მოეშვი სამართლიანიბის აღდგენის შენეული ჯოხს მხოლოდ იმ ხალხის ზურგზე გადატეხას ვისაც მარტივად ერევი და ჩაგრავ.” – წერს მჟავანაძე.