უბედური შემთხვევა ამ წუთებში ნატანები შრომის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მოხდა.
ავტომანქანაში, რომელიც სავალი ნაწილიდან გადავარდა და აფეთქდა ორი ადამიანი იჯდა.
ერთი მათგანი ადგილზევე დაიღუპა მეორეს მდგომარეობა მძიმე იყო თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ორთავე გარდაცვლილი ადგილობრივი მაცხოვებელია.
თვითმხილველების თქმით ავარიამდე საჭესთან მჯდომს გულის შეტევა მოუვიდა რის გამოც მან ვერ მოახერხა საჭის დამორჩილება.
“გურიის მოამბე” არკვევს მომხდარის დეტალებს.