„ჩოლოიანი ხომ გახსოვთ? ლუკა სირაძე რომ თვითმკვლელობამდე მიიყვანეს პოლიციაში, მერე ხელი რომ დააფარეს ბევრს, ეს რომ სულ ცოტა ხნით ჩასვეს, ადრე გამოუშვეს. ხოდა ეხლა რმჯ გოლდშია დასაქმებული, აი იმაში საყდრისი რომ ააფეთქა. მოძალადეების მთავრობა უნდა წავიდეს”
ამის შესახებ, პარტია “დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა. ხოშტარიას თქმით, 15 წლის ლუკა სირაძის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, რომელმაც საპატიმრო 2021 წელს დატოვა ახლა RMG Gold-შია დასაქმებული.