რუსთაველზე მიმდინარე აქციას ”წინ ევროპისკენ” შეუერთდნენ გურულები. მოძრაობა “თავისუფლებისთვის” წევრმა კუკა ბარამიძემ აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა:
‘მოგესალმებით მეგობრებო, სიმართლე გითხრათ, ვნერვიულობ, მაგრამ რომ გიყურებთ, ძალიან ამაყი ვარ, რომ დღეს, ამ მოედანზე ვართ უთვალავნი. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს ევრპულ ოჯახში დაბრუნებას…საქართველო და ქართველი ხალხი ყოველთვის იყო და იქნება ევროპული ცივილიზაციის ნაწილი…ქართველი ხალხი და საქართველო არ არის რუსთაველზე ძარღვებდაბერილი მორბენალი ბრბო, საქართველო არის ეს.. აქ.. ახლა..თავისი ისტორიით, კულტურით, წარსულით და მომავლით. ჩვენ ევროპულ გზაზე გვეღობება გარკვეული ჯგუფი, რომელიც დაცლილია ყოველგვარი ეროვნული და სახელმწიფოებრივი განცდისგან და ჩვენი ვალია, ეს ოლიგარქი ნაპოლეონი და მისი ცხოველების ფერმა ჩამოშორდეს ძალაუფლებას და ქართველმა ხალხმა, ქართულმა სახელმწიფომ და საჯინიბოდ ქცეულმა პარლამენტმა დაიბრუნოს თავისი ღირსება.
მე მყავს ორი მცირეწლოვანი შვილი და როდესაც მე და ჩემი მეუღლე ამ ბავშვების მომავალზე ვფიქრობთ, შემაძრწუნებლად მეჩვენება ის საქართველო, რომელზედაც ოცნებობენ ავაზაკი რუსეთუმე პუტინისტური ძალები. ჩვენი შვილები არ იმსახურებენ ისეთ ქვეყანას და ისეთ ჭაობს..” – განაცხადა ბარამიძემ.