საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოში რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდება.
„რიგგარეშე არჩევნები არც გაზაფხულზე, არც შემოდგომაზე, არც იმის შემდეგ გაზაფხულზე და არც შემოდგომაზე და ა.შ. არ იქნება. 2024 წლის შემოდგომაზე იქნება რიგიანი არჩევნები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.