სასტიკი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი 58 წლის ქალი. ავლაბარში მდებარე სახლი დღეს უმძიმესი ტრგედიის ადგილად იქცა. მიყენებული დაზიანებებით მათ შორის სავარაუდოდ თავის არეში ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
სისხლიანი თავდასხმის უშუალო თვითმხილველი ვარდიაშვილების შვილია, რომელიც სახლში იმყოფებოდა. “მთავარის” ინფორმაციით ანგარიშსწორებას წინ კონფლიქტი უძღოდა, თუმცა რა გახდა ვითარების უკიდურესად გამწვავების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ბრალდებული უკვე დაკავებულია, მეუღლის მკვლელობის შემდეგ მას ადგილიდან მიმალვა არ უცდია.