”ნარკოდამოკიდებული ადამიანი ხომ ყველას გინახავთ, ან გსმენიათ მათზე? საქართველოში ნარკოდამოკიდებულების ხარისხს თუ გავითვალისწინებთ, წესით ყველამ უნდა იცოდეთ ცოტა რამ ამის შესახებ.
წლების განმავლობაში, საჯარო სივრციდან, ტელეეთერებიდან, პირადი საუბრებიდან რომ გესმოდათ მიხეილ სააკაშვილის ნარკოდამოკიდებულებაზე, კითხვები არ გიჩნდებათ როგორ დასრულდა ეს დრამა? უკვე თითქმის წელიწადია ქოცების ტყვეობაშია ადამიანი და მას ვერ ექნებოდა წვდომა ნარკოტიკულ საშუალებებთან. ყველაფერი იკადრეს მასთან დაკავშირებით, ექიმთან ვიზიტის კონფიდნციალური კადრების გასაჯაროვების ჩათვლით და როგორ გგონიათ, გაუჭირდებოდათ მისი ნარკოდამოკიდებულების გასაჯაროვება მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში? მათი “კარის ექიმების” დასკვნებში მაინც ხომ უნდა იყოს ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემა დიაგნოზად?
აბა, რას იტყვით? სადაა მიხეილ სააკაშვილის ნარკოდამოკიდებულების მტკიცებულებები?
არ გიტყდებათ მაინც ასე რომ გაბოლებენ?
P.S. ბოდიში ჟარგონისთვის, ვისაც ეს მითი ნაყლაპი აქვს მას ადამიანური ენა წესით არ უნდა ესმოდეს და მათივე ენაზე დასმულ კითხვაზე ინებონ იქნებ პასუხი.
ღვთის გულისათვის ნუ მოყვებით ბოდვას ჩემს მხარეობაზე. უმარტივესი, ლოგიკური კითხვა დავსვი, ერთნიშნა ინტელექტუალური კოეფიციენტის ადამიანსაც რომ უნდა გაუჩნდეს ისეთი.”
ამის შესახებ სოციალურ ქსელში ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი წერს.