ანტიკვარიატით მოვაჭრე ელექტრონულ გვერდებზე საკმაო რაოდენობითაა განთავსებული მე-19 საუკუნეში გურიაში, კერძოდ ოზურგეთში დამზადებული ხანჯლები, რომელებსაც სამხრეთ კავკასიური ანუ გურული ხანჯალი ეწოდება.
აღწერის მიხედვით გურული ხანჯალი ხასიათდება მისი დიდი ზომით, აქვს ხის ქარქაში, რომელიც ხშირ შემთხვევაში გაწყობილია მასიური ვერცხლით, აქვს ასევე ვერცხლით გაწყობილი სხვა ხანჯლებიდან განსხვავებული ვადის დიდი ზომის მომრგვალებული დასაწყისი და დაბოლავება.
უმეტესობის ვადაზე არსებულ ვერცხლზე, დატანილია ქართული ასოებით ამოტვიფრული ოსტატის სახელისა გვარის პირველი ასოები, ხანჯლის პირზე არის გაუშლელი ყვავილის ფორმის სპეციალური ნიშანი, ზოგ შემთხვევაში ეს ნიშანი ერთია, ზოგშიც კი ნიშანი ორმაგია.
ხანჯლებზე ასევე ხშირ შემთვევაში არის ოსმალური ნიშნები ნახევრმთვარე და არაბული წარწერები, რაც სავარაუდოდ იმაზე მეტყველებს, რომ მისი შესყიდვა ხდებოდა ოსმალეთის, გურიის მოსახლეობისა და თურქების მიერ.
გურული ხანჯალი მზადდებოდა, ხვადასხვა წყაროს მიხედვით, ოზურგეთში არსებულ საიარაღო სახელოსნოებში.
მისი დღევანდელი ფასი ანტიკვარიატის ბაზარზე იწყება 5000 აშშ დოლარიდან, რაც საკმაოდ დიდია ასეთი ტიპის ნივთებისათვის.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
სურათები ქვეყნდება პირველად;