ანტიკვარიატით მოვაჭრე ელექტრონულ გვერდებზე საკმაო რაოდენობითაა განთავსებული მე-19 საუკუნეში გურიაში, კერძოდ ოზურგეთში დამზადებული ხანჯლები, რომელებსაც სამხრეთ კავკასიური ანუ გურული ხანჯალი ეწოდება.
აღწერის მიხედვით გურული ხანჯალი ხასიათდება მისი დიდი ზომით, აქვს ხის ქარქაში, რომელიც ხშირ შემთხვევაში გაწყობილია მასიური ვერცხლით, აქვს ასევე ვერცხლით გაწყობილი სხვა ხანჯლებიდან განსხვავებული ვადის დიდი ზომის მომრგვალებული დასაწყისი და დაბოლავება.
უმეტესობის ვადაზე არსებულ ვერცხლზე, დატანილია ქართული ასოებით ამოტვიფრული ოსტატის სახელისა გვარის პირველი ასოები, ხანჯლის პირზე არის გაუშლელი ყვავილის ფორმის სპეციალური ნიშანი, ზოგ შემთხვევაში ეს ნიშანი ერთია, ზოგშიც კი ნიშანი ორმაგია.
ხანჯლებზე ასევე ხშირ შემთვევაში არის ოსმალური ნიშნები ნახევრმთვარე და არაბული წარწერები, რაც სავარაუდოდ იმაზე მეტყველებს, რომ მისი შესყიდვა ხდებოდა ოსმალეთის, გურიის მოსახლეობისა და თურქების მიერ.
გურული ხანჯალი მზადდებოდა, ხვადასხვა წყაროს მიხედვით, ოზურგეთში არსებულ საიარაღო სახელოსნოებში.
მისი დღევანდელი ფასი ანტიკვარიატის ბაზარზე იწყება 5000 აშშ დოლარიდან, რაც საკმაოდ დიდია ასეთი ტიპის ნივთებისათვის.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
სურათები ქვეყნდება პირველად;








მსგავსი სტატიები
- 52
ზოგადი საკითხები: გურიის მხარეს უკავია ოზურგეთის მაზრა, ადრინდელი გურია, რომელიც მოიცავს 1928 კვადრატულ ვერსტს ფართობს და 59080 მცხოვრებს ანუ 30 მცხოვრებს კვადრატულ ვერსტზე, სამხრეთით ახალციხე-აჭარის ქედით გამოყოფილია თურქეთისაგან; გურიის ტყიანი მხარე გამოუსადეგარია მეღვინეობისათვის, ისევე როგორც მაზრის ჭაობიანი ჩრდილო დასავლეთი ნაწილი, რომელიც გადაშლილია მდინარე პიჩორიდან რიონის დაბლობისა და პალიასტომის ტბისაკენ. ვაზისათვის…
- 51
ნიკოლოზ დუნკელ-ველლინგი - გურიის შესახებ ჩანაწერებიდან დასასრული; დასაწყისი იხილთ კატეგორია ისტორიაში; როგორ აღწერს 1850 წელს უცხოელი ჟურნალისტი რუსეთ თურქეთის მაშინდელ საზღვართან მოგზაურობას და სტუმრობას ბუკისციხეში მარის მეურნეობაში. (დუნკელ-ველინგმა გურიაში სავარაუდოდო იმოგზაურა 1850 ან 1851 წელს, წერილი გამოქვეყნდა 1853 წელს. 4) სასაზღვრო ზოლი, მართან სტუმრობა ასე და ამგვარად მე დავათვალიერე ოზურგეთის…
- 50
ნიკოლოზ დუნკელ-ველლინგი - გურიის შესახებ ჩანაწერებიდან (ნაწყვეტი) როგორ აღწერს 1850 წელს ჟურნალისტი გურიანთელების ქეიფს ნიკოლაევსკში ჩასვლიდან იგი ზუსტად სამ კვირაში დავტოვე და ოზურგეთში დავბრუნდი. ვინაიდან მიწვეული ვიყავით ერთერთ გურულ თავადთან, რომელმაც წამოსვლამდე კაცი გამოგზავნა და გულწრფელად გვთხოვა მასთან სტუმრობა. ოზურგეთში მისვლამდე შუა გზაზე მარცხნივ გადავუხვიეთ და გავედით ეგრედ წოდებულ ძველ…
- 48
ყირიმის ომი 1853 წელს 11 ოქტომბერს დაიწყო. სწორედ ამ დღეს დაესხა თურქები რუსულ საგუშაგოებს დუნაის შესართავთან. რამდენიმე დღის შემდეგ 15-16 ოქტომბრის ღამეს, თურქების ხუთი ბატალიონი დაახლოებით 5000 ჯარისკაცი ჩურუკსუელი (ქობულეთი) ჰასან და ალი ბეგ თავდგირიძეებისა და დედე აღას მეთაურობით თავს დაესხა შეკვეთილში მდინარე ნატანების ზღვის შესართავთან არსებულ წმინდა ნიკოლოზის ფორტს.…