ვიდრე ხელისუფლება ანტიდასავლურ კამპანიას აორგანიზებს, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში საფუძვლიანად ფუძნდებიან. საჯარო რეესტრის მონაცემებით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მხოლოდ პირველ 13 დღეში რუსეთის მოქალაქეებმა საკუთრების უფლება 23 945- უძრავ ქონებაზე დაირეგისტრირეს. ეს მხოლოდ 24 თებერვლიდან 9 მარტამდე პერიოდში.
მოთხოვნა რომ გაზრდილია ამას უძრავი ქონებით მოვაჭრეებიც ადასტურებენ. რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში ყველაფერი მარტივია, უკრაინიდან დევნილები კი შესაძლოა მალე საცხოვრებლის გარეშე დარჩნენ. სასტუმროები რომელშიც ისინი ხელისუფლებას ყავს შესახლებული მალე უნდა დატოვონ. ბინის ქირაობისთვის კი ძალიან მიზერულ თანხას პირდებიან.
მთავარი არხი