“უკრაინის ტერიტორიის ნაღმებისგან გაწმენდას 10 წელზე მეტი დასჭირდება”

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშენკომ თქვა, რომ უკრაინის ტერიტორიის ნაღმებისგან გაწმენდას 10 წელზე მეტი დასჭირდება.

“უკრაინა ახლა ნაღმებით ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ქვეყანაა მსოფლიოში. სახმელეთო ნაღმებს კვლავ ეწირება მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე. უკრაინელი მაღალჩინოსნების თქმით, ნაღმებისგან უკრაინის ტერიტორიის გაწმენდას შესაძლოა 10 წელზე მეტი დასჭირდეს. ეს პროგნოზი ოპტიმისტურია, რადგან ძნელია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შეფასება”. – წერს გერაშენკო Twitter-ზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share