ავარია ოზურგეთში – ჰოსპიტალიზებულია ორი ადამიანი

ოზურგეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა მიღებული მოტეხილობების გამო მძიმეა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ორთავე მათგანი ოზურგეთის “მედალფას” კლინიკაშია მოთავსებული.

ავტოსაგზაო შემთხვევა ქალაქ ოზურგეთში გურამიშვილისა და თამარ მეფის ქუჩების კვეთაში მოხდა. რესტორან “ოზურგეთი პლაზადან” აღმაშენებლის ქუჩისაკენ მიმავალ მსუბუქ ავტომანქანას, თამარ მეფის ქუჩიდან მიმავალი ჯიპი დაეჯახა, რომელიც შემდგომ ბოძსაც შეეჯახა.

მსუბუქ მანქანაში მსხდომი ორთავე ადამიანი დაშავდა და სწორედ ისენი გადაიყვანეს “მედალფას” კლინიკაში. ჯიპის მძღოლი კი პოლიციამ გამოკითხვაზე წაიყვანა.

თვითმხილველთა თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი ჯიპის მძღოლის მიერ საჭის დაუმორჩილებლობა გახდა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share