„მეგონა, რომ ევროინტეგრაციაზე იყო, მაგრამ ნურასუკაცრავად(!), ბიძინაზეა ესეც“ – ბაია პატარაია ღარიბაშვილის წერილზე

უფლებადამცველი, ბაია პატარაია პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის ურსულა ფონ დერ ლაიენისადმი მიწერილ წერილითან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„პრემიერ მინისტრმა ევროკავშირის ხელმძღვანელობას წერილი მისწერაო. თქვენი აზრით რაზე? ხო, მეც მეგონა, რომ ევროინტეგრაციაზე იყო, მაგრამ ნურასუკაცრავად(!), ბიძინაზეა ესეც.

მოკლე შინაარსი კი ასეთია: თქვე დააამპლებო, ვისაა რო უძახით ოლიგარქსო?! თქვენი სინსილა გაწყდეს, მე თუ არ ვიყო ერთადერთი მმართველი ამ დუნიაზეო. ეხავე უკან წეიღეთ თქვენი სიტყვები, თვარა გევიპუტე, სადაც რამე ბუნდღა მაქვენო… (იკითხება კივილით).

ვჩპ!“

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share