საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილი თქმით, პირადად მას არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მმართველ გუნდს პოზიციებს ბიძინა ივანიშვილი კარნახობს.
ამის შესახებ ზურაბიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ შესაძლოა, ივანიშვილს “ზოგადად ვიღაცებთან” კომუნიკაცია ჰქონდეს, თუმცა “სხვა ფაქტი არ აქვს”.
“მე, რაც მაქვს ინფორმაცია, რომ მე არ მინახავს ბიძინა ივანიშვილი, არ ვიცი, მგონი ორი წელი გახდა და არ მაქვს არანაირი ფაქტი, რომ თვითონ კარნახობს რომელიმე პოზიციას. შეიძლება, ზოგადად ვიღაცებთან ჰქონდეს საუბარი და თავის პოზიციებს უზიარებდეს, რაც ალბათ, ნორმალურია, სხვა ფაქტი მე არ მაქვს”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.