არ ვიცი ამაში [სახ. დეპის განცხადებაში] რა იგულისხმება. შეიძლება იგულისხმება, მაგალითად მელიას ცნობილი გამონათქვამი. მან პირდაპირ უწოდა ამერიკის ელჩს თვალწარმტაცი ქალბატონი. შეიძლება ეს იგულისხმება, ხომ? შეიძლება ნიკანორ მელიას არ უნდა საქართველოს ევროატლანტიკური პერსპექტივა. ან გვარამია, რომელიც ნაცმოძრაობის ერთ-ერთი ლიდერია. თავდასხმა რასაც ქვია, თავდასხმა ხორციელდებოდა უხეში, შეურაცხმყოფელი ფორმით სწორედ ამ პოლიტიკოსების მხრიდან. ესენი არიან ნაცმოძრაობის ლიდერები. ერთი არის არაფორმალური – ნიკა გვარამია. მეორე არის თავმჯდომარე – ნიკა მელია. რამე განცხადება გახსოვთ ამასთან დაკავშირებით, რომ ვინმეს დაეგმოს? თან არის სექსისტური განცხადება, თუ როგორც ეძახიან. რომელიმე შესაბამისი NGO გამოვიდა და მელიას არ მოუწონა ეს გამონათქვამი, თუ საელჩო გამოვიდა თუ სახელმწიფო დეპარტამენტი? ამაზე მეტი შეურაცხყოფა რა არის, როცა შენ ამერიკის ელჩს უწოდებ თვალწარმტაც ქალბატონს. ეს არის რაღაც ისეთი გამონათქვამი, რაც არც ერთი ელჩის მიმართ არ უნდა გამოიყენო. სრულიად არაადეკვატური გამონათქვამია და პირდაპირ შეურაცხყოფას შეიცავს. არანაირი რეაგირება, არც იმ, ასე ვთქვათ, NGO-ების მხრიდან, რომლებიც განსაკუთრებით ამ გენდერულ თანასწორობაზე, ძალადობაზე და ა.შ. მუშაობენ. არც რომელიმე სხვა NGO-ს მხრიდან, არც რომელიმე პარტიის მხრიდან, არც საელჩოების მხრიდან და არც სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან. დავსვათ კითხვები, რატომ არ იყო ამაზე კითხვა
თქვა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში.