უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Wall Street Journal ინტერვიუ მისცა, სადაც კონფლიქტის გაყინვასა და რუსეთთან მოლაპარაკებებზე ისაუბრა. გთაცაზობთ, ტამდენიმე ციტატას მისი ინტერვიუდან:
“რუსეთი კაშალოტია, რომელმაც ჩვენი ორი რეგიონი გადაყლაპა და ახლა ამბობს – “მოდით, გავყინოთ კონფლიქტი”. შემდეგ ის დაისვენებს და 2-3 წლის შემდეგ კიდევ 2 რეგიონს გადაყლაპავს და ისევ იტყვის.”გავყინოთ კონფლიქტი” და ასე შემდეგ”. ამოვასუნთქეთ.
“პუტინი ჩვენთან ყოველგვარი საუბრის გარეშე შემოიჭრა. დაიწყო ჩვენი ხალხის ხოცვა, უსახლკაროდ დატოვა 12 მილიონი ადამიანი და ახლა ამბობს, რომ უკრაინას არ სურს მოლაპარაკებები. ისინი კლავენ ხალხს, ანადგურებენ ქალაქებს და ახლა ამბობენ: “მოდით, მოლაპარაკებები დავიწყოთ”. ვის ველაპარაკოთ? ეს ხალხი სისხლითაა მოსვრილი, ისინი ამ სისხლს ვერ ჩამოირეცხავენ, არ მივცემთ ამის საშუალებას.”
“ჩვენი საზოგადოება ასე ფიქრობს – მოდით ჯერ გავათავისუფლოთ ყველა ტრიტორია. და შემდეგ შეგვეძლება ვიფიქროთ, როგორ ვიცხოვროთ მომავალი საუკუნეების მანძილზე”.