„ნაციონალური მოძრაობის“ ბუნებიდან გამომდინარე, ჩვენ მუდმივად ვართ „კუ და მორიელის“ იგავ-არაკში. დაისვამ ზურგზე და კბენის მეტი არაფერი შეუძლიათ. მათ არ შეუძლიათ, რაღაც პროცესში შემოვიდნენ კონსტრუქციულად. ეს არის მათი ბუნება. ასე იყვნენ ცხრა წელი, ხელისუფლებაში ყოფნის დროს და ახლაც იგივეა, 10 წელი, როცა ოპოზიციაში არიან. როცა საუბარი გვაქვს „კუ და მორიელზე, აქ კუ არის არა „ქართული ოცნება“, არამედ ქართული სახელმწიფო“,
– თქვა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში.