ივნისში რუსეთში რეექსპორტი 101,5%-ით გაიზარდა – რას „გადავყიდით“ ჩრდილოეთში

2022 წლის ივნისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რუსეთში რეექსპორტი 101,5%-ით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გასულ თვეს საქართველოდან ჩრდილოეთ მეზობელთან რეექსპორტის მაჩვენებელმა 9,359 მლნ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა 2021 წლის ივნისში რუსეთში რეექსპორტზე 4,644 მლნ დოლარის ღირებულების პროდუქტი გავიდა.

რაც შეეხება პროდუქტების ათეულს, რომელიც 2022 წლის ივნისში ყველაზე დიდი რაოდენობით „გადავყიდეთ“ რუსეთში, ასე გამოიყურება:

  • მსუბუქი ავტომობილები – 6,555 მლნ დოლარი
  • ელექტრული წყალგამახურებლები – 912,9 ათასი დოლარი
  • ფეროშენადნობები – 453,8 ათასი დოლარი
  • ნარევები გამოსაყენებული სასმელების წარმოებაში – 240,7 ათასი დოლარი
  • ყავა, მოხალული ან მოუხალავი – 237,3 ათასი დოლარი
  • ვაშლი, მსხალი და კომში, ახალი – 188,7 ათასი დოლარი
  • საქონელი ატრაქციონებისათვის, სამაგიდო ან ოთახის თამაშობანი – 110,8 ათასი დოლარი
  • ვულკანიზებული რეზინის ჰიგიენური და ფარმაცევტული ნაწარმი – 96,8 ათასი დოლარი
  • ქვა დამუშავებული – 90,6 ათასი დოლარი
  • ბანანები, პლანტაინების ჩათვლით, ახალი ან გამხმარი – 86,1 ათასი დოლარი
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share