КГБ-ს იშვიათად თუ ჰყოლია აქ ასეთი აღვირახსნილი და შუბლისძარღგაწყვეტილი ემისარი – მელია კობახიძეზე

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მხრიდან “მთავარი არხის” ჟურნალისტზე თავდასხმას ეხმაურება და ამბობს, რომ მას დეპოლარიზაცია არ სურს. მელიას აზრით, კობახიძეს უნდა უარესად გახლიჩოს და დააპირისპიროს საზოგადოება რომ როგორმე საქართველო საბოლოოდ დააშოროს დასავლეთს.

მისივე თქმით, არახამიას, რომელმაც კობახიძის მამის მისამართით კომენტარი გააკეთა სურს უთხრას, რომ ამ გადასახედიდან ირაკლი კობახიძის მამა შვილთან შედარებით უმანკო კრავად გამოიყურება.

“დღეს გაირკვა სინამდვილეში რამ გააცოფა გუშინ კობახიძე. როგორც ვხედავთ, მას არც მამა აღელვებდა, არც მამული.

დუჟი, რომელსაც ის ახსენებს, თავად სდის და სდის ერთადერთი რამის გამო – არ დაუშვას დეპოლარიზაცია ამ ქვეყანაში. უარესად გახლიჩოს და დააპირისპიროს საზოგადოება რომ როგორმე საქართველო საბოლოოდ დააშოროს დასავლეთს, ამოაგდოს ისტორიის დინებიდან და რუსეთის იმპერიის რიყეზე საფართხალოდ გასწიროს.

დღეს აქტუალური არააა რას აკეთებდა მამამისი თუ მამიდამისი, დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კობახიძის და მისი მსგავსების — კაგებეს ბინძური დირექტივების დღევანდელი შემსრულებლების ხელისუფლებიდან სასწრაფოდ ჩამოშორება, ვიდრე არ მოუსწრიათ და უფსკრულში არ გადავუჩეხივართ.

არახამიას, რომელმაც კობახიძის მამის მისამართით თქვა ის, რაც თქვა, მინდა ვუთხრა რომ ამ გადასახედიდან ირაკლი კობახიძის მამა შვილთან შედარებით უმანკო კრავად გამოიყურება. კაგებეს იშვიათად თუ ჰყოლია აქ ასეთი აღვირახსნილი და შუბლისძარღგაწყვეტილი ემისარი”, – ნიკა მელია.

ცნობისთვის, გუშინ”მთავარი არხის” ჟურნალისტმა “ოცნების” ლიდერს კითხვა რადას ფრაქცია ” ხალხის მსახურის” თავმჯდომარის, დავით არახამიას მიერ გაკეთებულ კომენტარზე დაუსვა, რომელშიც მან თქვა, რომ “КГБ-ს აგენტის შვილი მმართველი პარტიის თავმჯდომარეა”. კობახიძემ საპასუხოდ ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა და უთხრა:“ქალის სახე დაკარგე და პირი მოიწმინდე… ნუ დაემსგავსე შენს ბელადს”.

კობახიძემ შეურაცხყოფა დღესაც გააგრძელდა – სიბინძურისგან იყო გაბოროტებული, ყბა აუკანკალდა, პირზე დუჟი მოადგა – კობახიძე “მთავარის” ჟურნალისტს ისევ თავს ესხმის.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share