გიორგი თარგამაძის თქმით, „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის მარწუხები მედიის მიმართ კიდევ უფრო მოჭერისკენ წავა.
ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანი ამბობს, რომ ხელისუფლების მდგომარეობა აპოთეოზს აღწევს.
ეს მდგომარეობა აპოთეოზს აღწევს და განსაკუთრებით დასავლეთის მხრიდან ძალიან მკაფიო პოზიციების გამოხატვას უკავშირდება. ამიტომ მე მელოდები, რომ ამ მხრივ, როგორც კობახიძის, ასე მთლიანად „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის მარწუხები ქართული მედიის მიმართ კიდევ უფრო მოჭერისკენ წავა და იმ მცირე რესურსის საბოლოო შეზღუდვასა და ამოძრკვაზე იქნება მიმართული, რაც ჯერ კიდევ დარჩენილი არის საქართველოს საერთო სამაუწყებლოს სფეროში “. – ამბობს გიორგი თარგამაძე.
კრიტიკურლ მედიაზე გუშინდელი იერიშის შემდეგ, ბოდიშის მოხდის ნაცვლად დღეს „ოცნების“ თავმჯდომარემ კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ყველა, ვინც მის პოზიციას არ იზიარებს პავლიკ მოროზოვად გამოცხადა, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი და ჟურნალისტები.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, გუშინ “მთავარის“ ჟურნალისტს შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა.
ირაკლი კობახიძე წყობიდან მას შემდეგ გამოვიდა, რაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს დავით არახამიას განცხადებების იმ ნაწილზე, რომელიც “ოცნების” თავმჯდომარის მამის საქმიანობას უკავშირდებოდა.
“სახე მოიწმინდე”, “სამარცხვინო”, “ქალი არ ხარ” “კაკებეშნიკი მამაშენია”, – იმეორებდა წყობიდან გამოსული “ოცნების” თავმჯდომარე.