თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე მაღალსართულიან შენობასთან 12 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ადგილობრივების ცნობით, არასრულწლოვანი, სავარაუდოდ, კორპუსის სახურავიდან გადმოვარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.