მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მოწამეთა კვირიკესა და მისი დედის – ივლიტას ხსენების დღეს აღნიშნავს.
უხსოვარი დროიდან სვანეთში, სოფელ კალაში, კვირიკობის დღესასწაული ყველაზე დიდ სახალხო და რელიგიურ დღესასწაულად ითვლება. სვანეთში კვირიკობას ლაგურკას ეძახიან.
ამ დღეს სვანები ეკლესიას საგანგებოდ ამ დღისთვის გაზრდილ თეთრ ცხვარს სწირავენ. კვირიკესა და ივლიტას მიმართ ლოცულობენ ოჯახური ბედნიერებისა და სნეულ ყრმათა მსწრაფლ განკურნებისთვის.
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაში წმინდა კვირიკეს ტაძარი აგებულია XI საუკუნეში და ქართული მონუმენტური ხუროთმოძღვრების უმნიშვნელოვანესი ძეგლია. აქ დაცულია წმინდა კვირიკეს რამდენიმე უძვირფასესი ხატი XI-XII საუკუნეების და შალიანის მინანქრიანი ხატი, რომელშიც ჩატანებულია ჯვარიცხოვლის ნაწილი.
თვეს, როდესაც ივლიტა და კვირიკე აწამეს – ივლისს, კვირიკობის თვე ეწოდებოდა. კვირიკობის დღესასწაულს სვანეთში 31 ივლისამდე იზეიმებენ.