“15 წელი ვიმსახურე ძალოვან სისტემაში, მაგრამ რთულია, ემსახურო სახელმწიფოს, რომელიც შენი მტერია”- სპეცრაზმი, პატრული, საგამოძიებო სამსახური, კრიმინალურ პოლიცია”, – პოლიციელები ფორმას ერთ მეორეს მიყოლებით იხდიან და ქვეყნიდან მიდიან.
გომელაურის უწყებიდან მოპოვებული ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, 2020-21 წლებში და 2022 წლის პირველ კვარტალში შინაგან საქმეთა სამინისტროდან 5428 თანამშრომელი წავიდა. აქედან სისტემა პირადი პატაკის საფუძველზე 4195- მა პირდა დატოვა.
სისტემიდან და ქვეყნიდან წასული ყოფილი ძალოვანების მშობლები ხელისუფლებისა და ხელმძღვანელების მხრიდან ტერორზე საუბრობენ.
სისტემიდან პოლიციელთა მასობრივი წასვლის შესახებ ინფორმაციას ვახტანგ გომელაურის უწყება თვეების განმავლობაში მალავდა. ბოლოს უწყება იძულებული გახდა, ეღიარებინა რომ მისი უწყებიდან 4000-ზე მეტი ადამიანი თავისით წავიდა. თავდაცის სამინისტრო კი დოკუმენტებს ამ დრომდე მალავს.
შინაგან სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შიდა ქართლის ბაზის თანამშრომლებმა თანამდებობები ერთი მეორეს მიყოლებით დატოვეს. შიდა ქართლში მდებარე ამ ბაზიდან წასული სპეცრაზმელები ამერიკის შეერთებულ შტატებში მექსიკის გავლით მოხვდნენ. სისტემა ახლაც იცლება, სპეცრაზმელები ქვეყნიდან წასვლის გზებს ეძებენ.
ირკვევა რომ ხელისუფლების მთავარი საყრდენი ძალა პოლიტიკური დავალებების შესრულებაზე უარს ამბობს და ვახტანგ გომელაურის უწყებას მასიურად ტოვებს.
ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც შავი სიები შექმნეს. არასანდო სპეცრაზმელებად შერაცხეს ისინი, ვინც ბრძანების კანონიერების დასაბუთებას ითხოვდა. სპეცრაზმის დაიღალა, რომ ოპოზციის ნებისმიერ აქციის დროს ღამის თენებას პარლამენტის სარდაფში აიძულებდნენ. გარდამტეხი 20 ივნისი აღმოჩნდა, როდესაც სისტემამ მოქალაქეებისთვის თვალების დათხრას ხელი მოაწერა.
ტვ პირველი