“არ ვთვალთმაქცობ, ჩემი ხედვა არის ეს და აღარ მინდა, ფუჭი დაპირებებით, ფუჭი იმედებით ვასაზრდოოთ ერთმანეთი. ოლიგარქის დამარცხების, როგორც რეჟიმის, გარეშე ვერ ვათავისუფლებთ პოლიტპატიმრებს, იმიტომ, რომ ამ ხელისუფლების და რეჟიმის მთელი არსი არის ის, რომ იყოს ისეთი, როგორიც არის, ჰყავდეს ტყვედ მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია და სხვები, მანამ, სანამ მოინდომებენ და სანამ არ მობეზრდებათ” – ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია TV პირველზე.