მიხეილ საკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა.
მესამე პრეზიდენტი სამედიცინო ექპერტიზის დასკვნის გასაჯაროების მოლოდინშია. პარალელურად კი ყველა სააკშვილის პოლიტიკურ განცხადებას ელოდება. დაპატიმრებულმა პრეზიდნეტმა უნდა თქვას მიდის თუ არა პოლიტიკიდან და ტოვებს თუ არა ის „ნაციონალურ მოძრაობას“.
ნიკა მელიას თქმით, სააკაშვილის განძრახვაში გასაკვირი არაფერია, რადგან მისთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარი სიცოცხლის გადარჩენაა.
“მიხეილ სააკაშვილი თავად გააკეთებს განცხადებას, მაგრამ ის რომ პოლიტიკურ პროცესებში ვერ იქნება ჩართული მანამ, სანამ მისი მდგომარეობა არის სავალალო ჯანმრთელობის მხრივ, კითხვის ნიშანი დღემდე რატო ისმის ვერ ვხვდები. მესმის ინტერესი არის მაღალი, თუმცა რეალობაც ხო ვიცით. რეალობა არის უმძიმესი. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა შესაძლებლობას, რომ ადამიანი იყოს ჩართული პოლიტიკურ პროცესებში“. – აცხადებს ნიკა მელია.