ჩრდილოეთ კორეა უკრაინაში ბრძოლის მხარდასაჭერად რუსეთს 100 ათასი თავისი ჯარისკაცის გაგზავნას სთავაზობს

ჩრდილოეთ კორეა უკრაინაში ბრძოლის მხარდასაჭერად რუსეთს 100 ათასი თავისი ჯარისკაცის გაგზავნას სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს.

გამოცემა New York Post -ის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის წინადადების დადასტურება, დაეხმაროს რუსეთის ფედერაციას, ოპერატიულად ვერ შეძლეს, თუმცა მას ასევე ავრცელებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოს წევრი იგორ კოროჩენკო.

„არის განცხადებები, რომ 100 ათასი ჩრდილოეთ კორეელი მოხალისე მზად არის ჩამოვიდეს და მონაწილეობა მიიღოს კონფლიქტში. თუ ჩრდილოეთ კორეა გამოთქვამს სურვილს, შეასრულოს მისი საერთაშორისო ვალი უკრაინის ფაშიზმთან ბრძოლაში, ჩვენ მას ამის საშუალება უნდა მივცეთ,“- განაცხადა კოროჩენკომ ერთ-ერთი პროპაგანდისტული მედიის ეთერში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share