ჯერ არასდროს არ ყოფილა ხალხი ასე წყნარი!
არანდარა თხილს ფასი აქ ახლა ორი ლარი;
აღარ ვიწევ სათხილისკენ, შით არც შრომას ვაქსოვ…
ასე მწირი და იეფი თხილი ჯერ არ მახსოვს!
თხილის კრეფა დაფსებაა მუშის თქმული ქირით,
ქირის ფასი გულზე გვხვდება ყველას ლახვარივით
და ჩაქუჩი და სატეხი შავად მოელვარე…
ოხ! სრულიად გაპარტახდა საოცარი მხარე!
თხილის ბოლზე ფაროსნებსაც სძინავთ მეფურ ძილით
და გლეხი მათ წამლითა და წყევლა – შეძახილით
ებრძვის მარდად და მრისხანედ, საქმით რეალურით,
“პეპლებსაც” კი აქ უყვარდათ ერთ დროს სიარული…
და მეც მოვკტე სათხილეში თუნდ ფეისის ყბედად,
ოღონდ ვთქვა, თუ ბიზნეს-ბანდამ ხალხს რა გუუბედა;
თუ სიზმარშიც, თუ ცხადშიაც რაფერ ზუსტად ვხთები
თუ რა სქემით ფართოვდება ჩვენთან ბიზნესები,
თუ სიძვირე ნედლეულის რაფერ ასხვაფერებს
მომუშავე გლეხის ნევრებს და ბუჩქებს ნაფერებს,
თუ რაფერ ვგრძნობ ლექსის თქმისთვის რომ არვინ აღმზარდა,
რომ თხილის ფასს აწესებდა მუდამ ბიზნეს-ბანდა,
რომ ფასისთვის საჭიროა ხალხის სითამამე,
რომ ბიზნესებს ხშირად აკლდა ჩვენთან სიკამკამე,
რომ, პუბლიკავ, თქვენგან პოსტზე კომენტს ველოდები,
რომ გლეხი ვარ და მჯღრიკნელი და თხილებში ვკტები,
რომ გლეხების მოთმინებას კიდო შერჩა ზღვარი…
შავარდნაძის დროზე ღირდა თხილი ორი ლარი!
#ელევეგიუს_ლევინიუმს_ლევან_ღაჟონია-ს პოსტი ჯგუფ #გურულები-ში