“რა ვუწოდო იმ ადამიანს, ვინც რუსეთს ოკუპანტს, მტერს, მოღალატეს უწოდებს და თხემით ტერფამდე რუსეთუმეა…”- წერს სოციალურ ქსეში მამა პეტრე.
“შეიძლება რუსეთი მოგწონდეს, შენი არგუმენტები გაგაჩნდეს და შენს გემოვნებას ამით ამართლებდე.
შეიძლება რუსეთი არ მოგწონდეს, შენი არგუმენტები გაგაჩნდეს და შენს პოზიციას ამით ამყარებდე…
ორივე შემთხვევა გასაგებია…
რა ვუწოდო იმ ადამიანს, ვინც რუსეთს ოკუპანტს, მტერს, მოღალატეს უწოდებს და თხემით ტერფამდე რუსეთუმეა…
ღალატი ასეთი უნდა… გულზე ხელების ბრახუნით ოკუპაციას აპროტესტებდე, გულში კი რუსეთს ადიდებდე!..
ისტორია ყველას თავის სახელს უწოდებს…
სიდიადიდან სასაცილომდე ერთი ნაბიჯია!..