ექსკლუზივი-ოზურგეთის ვიცე მერს და „ქართული ოცნების“ ერთ ერთ ადგილობრივ ლიდერს დეზერტირობაში ადანაშაულებენ

ოზურგეთის ვიცე მერს და „ქართული ოცნების“ ერთ ერთ ადგილობრივ ლიდერს გიორგი ღურჯუმელიძეს დეზერტირობაში ადანაშაულებენ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი ლიდერი დავით მჟავანაძე ოზურგეთის ვიცე მერს უკანონო მეთოდებით სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდებაში დებს ბრალს

მჟავანაძის განცხადებით ოცნების ლიდერი 2007 წლიდან 2015 წლამდე სამხედრო სავალდებულო სამსახურისაგან თავს კანონის გვერდის ავლით არიდებდა, მაშინ როცა რუსები 2008 ში გვბომბავდნენ ის დიდი ალბათობით დეზერტირობდა ამბობენ ოპოზიციაში

სამხედრო სამსახური რომ არ გაუვლია ამას ღურჯუმელიძეც ჩვენთან საუბარში ადასტურებს თუმცა თუ რატომ და როგორ ამ კიხვებზე პასუხის ნაცვლად თავს ჟურნალისტს ესხმის და მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს

ოზურგეთის სამხედრო განყოფილების უფროსი 2008 -2022 წლებში ილია ლეჟავა მომხდარს ადასტურებს თუმცა ამ თემაზე საუბრისაგან თავს იკავებს

საკითხზე არც ოზურგეთის სამხედრო განყოფილებაში საუბრობენ ერთ ერთი თანამშრომლის თქმით განყოფილების უფროსი და მოადგილე სამსახურიდან დაითხოვეს ის კი ინფორმაციას ვერ გასცემს რადგან არაუფლებამოსილია

სუს მა დღეს ილია ლეჟავა ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share